პოლიტიკასაქართველო

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება – საქართველოს მთავრობა

გადაწყვეტილება პარლამენტმა 22-23 აპრილს უნდა მიიღოს

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე  გაახანგრძლივოს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა მიმართოს და პალამენტმა შესაბამისი დადგენილება მიიღოს. 

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საკანონდებლო ორგანო საგანგებო სესიის ფარგლებში 22 და 23 აპრილს შეიკრიბება და საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე იმსჯელებს, ასევე, განიხილავს კანონპროექტებს და ხელშეკრულებებს, რომლებიც აუცილებელია პანდემიის პირობებში შექმნილი ვითარების გამო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯერ კიდევ 14 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებას აპირებდა, თუმცა დღეს მთავრობამ ვადად 22 მაისი აირჩია. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ერთთვიანი ვადა 21 აპრილს იწურება.

ნინო ხოშტარია

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close