სამზარეულორჩევები
„სააღდგომო კვერცხები“ ჟელატინით
ორიგინალური რეცეპტი სააღდგომო სუფრის გასალამაზებლად
საჭიროა:
200 გ მოხარშული ლორი; 1.5 ჩ.ჭ. ქათმის ბულიონი; ნახევარი წითელი ბულგარული წიწაკა; 1 მოხარშული სტაფილო; 10 კვერცხი; 100 გ დაკონსერვებული ბარდა; 100 გ ტკბილი სიმინდი; 20 გ ჟელატინი; ოხრახუში გემოვნებით.
მომზადება:
- ჩაასხით ჟელატინი ცივ ქათმის ბულიონში და ერთი საათის განმავლობაში გააჩერეთ.
- სტაფილო, ბულგარული და ლორი დაჭერით პატარა კუბებად. დაუმატეთ ბარდა და სიმინდი.
- ფრთხილად ამოტეხეთ კვერცხები ბლაგვი წვეროდან და შიგთავსი თასში გადმოღვარეთ. ფაზიქად და საფუძვლიანად გარეცხეთ ნაჭუჭები და გააშრეთ.
- ოდნავ დაასველეთ ოხრახუშის ფოთლები და ხის ჩხირის მეშვეობით ეცადეთ, ისინი ნაჭუჭში ჩააფინოთ (ეს ყველაზე რთული ნაწილია). შემდეგ ნაჭუჭში დაჭრილი ინგრედიენტები ჩატენეთ. ჟელატინიანი ბულიონი წყლის აბაზანაზე შეათბეთ და კვერცხებში ჩაასხით.
- კვერცხები რამდენიმე საათის განმავლობაში მაცივარში მოათავსეთ. შემდეგ ნაჭუჭები გატეხეთ და „სააღდგომო კვერცხები“ სალათის ფოთლებზე დაალაგეთ.
კომენტარები