ჩვენი ფავორიტიხელოვნებასაქართველო

„ფორტეს“ ცნობილი ჰიტი „თბილისის მზეს“ 7 ენაზე აჟღერდა (ვიდეო)

ანსამბლ „ფორტეს“ შემოქმედებითი ისტორია ქართველი მსმენელისთვის ბევრ საყვარელ, პოპულარულ სიმღერას ითვლის.

გასული წლის ოქტომბერში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლის 30 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართა და იმავე საღამოს ფილარმონიის წინ „ფორტეს“ ვარსკვლავი გაიხსნა.

ამ ხნის განმავლობაში კვარტეტის უცვლელი შემადგენლობა – მანანა მაისურაძე, ნინო ახობაძე, ირინა კახნიაშვილ და ზურა მანჯავიძე, ნუცა ჯანელიძის ხელმძღვანელობით, მსმენელს ულამაზეს სიმღერებს სთავაზობს.

„ფორტემ“ თავისი რეპერტუარის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა, ლილიკო ნემსაძის „თბილისის მზეს“ თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად სრულიად ახლებურად – 6 ენაზე ჩაწერა. 

პირველად ეს სიმღერა კვარტეტმა 2002 წელს იმღერა და მაშინვე ჰიტად იქცა. იმავე წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“ მათ სწორედ ამ სიმღერისთვის გადაეცათ პრიზი.

სიმღერის ახალი ვერსიის პრემიერა 12 აპრილს გაიმართა და უკვე უამრავი მოწონება აქვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close