მსოფლიოსაზოგადოება

რიოს ქრისტეს ქანდაკება თეთრი ხალათით „შემოსეს“ – მადლობა კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს სააღდგომოდ

ექსტრაორდინარული სანახაობა: ბრაზილიის უნიკალური ქრისტეს ქანდაკება, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თემატური განათებებით შემოსეს – ის თეთრი ხალათით და კისერზე სტეტოსკოპით დაჰყურებს ულამაზეს ქალაქს.

„მხსნელი ქრისტე“ ფართოდ გაშლილი ხელებით, ექიმის ტრადიციულ ფორმაში, პატივს მიაგებს იმ ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან ფრონტის წინა ხაზზე და დაუღალავი ძალისხმევით კვირების განმავლობაში იცავდნენ და იცავენ ათასობით პაციენტს.

ექსტრაორდინარული შოუს მთავარი გმირი კვირას, 12 აპრილს განათდა – მაშინ როცა ქალაქის მთავარეპისკოპოსი ორანი ჯოაო ტემპესტა სააღდგომო წირვას ასრულებდა.

იესოს ქანდაკება ჯერ კიდევ მარტში ნათდებოდა კორონავირუსისგან დაზარალებული ქვეყნების დროშების ფერებად, იმედისა და მადლიერების სიტყვებთან ერთად სხვადასხვა ენაზე.

ამ დროისთვის თავად ბრაზილიას 22 700-ზე მეტი დაინფიცირებული და  269 მსხვერპლი ჰყავს და კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ სამხრეთ ამერიკის ქვეყანას წარმოადგენს. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე SARS-CoV2-ით ინფიცირების პირველი შემთხვევაც სწორედ ბრაზილიაში დაფიქსირდა 26 თებერვალს.

ციცი ხაბელაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close