საზოგადოებასაქართველო

იერუსალიმიდან საქართველოში ცეცხლს აღდგომის ღამეს, 23:00 საათის შემდეგ ჩამოიტანენ

სამების საკათედრო ტაძარში „პილიგრიმ ტურსის“ ტურიზმის დირექტორმა ცისანა გემაზაშვილმა განაცხადა, რომ ისრაელში ორ სასულიერო პირთან ერთად გაემგზავრება და წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ მიიტანენ.

მისივე ინფორმაციით, ცეცხლს სასულიერო პირებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი აეროპორტში, თვითმფრინავში გადასცემს.

„23:15 საათზე ჩამოფრინდება თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. აქედან თვითმფრინავი ჩაფრინდება თელ-ავივის ბენგურიონის აეროპორტში, თუმცა არ გვაქვს თვითმფრინავიდან გადასვლის უფლება, არც მამა დავითს, არც მამა თეიმურაზს და არც მე.

წამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იქ არიან, რამდენი ადამიანიც ჩაეტევა თვითმფრინავში. თბილისის აეროპორტში 23:15 საათისთვის უკვე უნდა იყოს ჩამოფრენილი თვითმფრინავი და პირდაპირ სამებაში მოვალთ“, განაცხადა გემაზაშვილმა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close