BBC News Україна უკრაინის ეროვნული ოპერის გუნდის მიერ კარანტინში შესრულებული ქართული სიმღერის – „სულიკოს“ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს.
„ჟრუანტელი დაგივლით ამ სიმღერის მოსმენისას“, – წერენ სოციალურ ქსელში.
უკრაინელი საოპერო მომღერლების მიერ საინტერესო ინტერპერტაციით შესრულებული უკვდავი ქართული სიმღერა მართლაც შთამბეჭდავია. სხვათა შორის, წელს „სულიკო“, რომლის ტექსტის ავტორია აკაკი წერეთელი, მუსიკის კი – ბარბარე (ვარინკა) წერეთელი, იუბილარია – სიმღერას 125 წელი შეუსრულდა.
კომენტარები