მსოფლიოპოლიტიკა

თურქეთის 31 ქალაქის მოსახლეობას 48 საათის განმავლობაში გარეთ გამოსვლა აეკრძალა – პანიკა და რიგები მაღაზიებთან (ვიდეო)

თურქეთში საქართველოს ელჩის განცხადება

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და თურქეთის 31 დიდ ქალაქში გამოცხადებული 48-საათიანი კომენდანტის საათის შესახებ აფრთხილებს.

„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 10 აპრილის 24 საათიდან 12 აპრილის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

„ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება 3150 თურქული ლირის ოდენობით.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280;

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00;

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26;

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, – წერს გიორგი ჯანჯღავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის თურქეთში დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 47 000 შემთხვევაზე მეტი, გარდაცვლილია 1006 ადამიანი (აქედაბ ბოლო 24 საათში – 98), გამოჯანმრთელდა 2423 ადამიანი.

თურქეთის ხელისუფლების მიერ 31 დიდ ქალაქში, მათ შორის, სტამბოლსა და ანკარაში კომენდანტის საათის გამოცხადებას, რის საფუძველზეც მოსახლეობას 48 საათის განმავლობაში სახლიდან გამოსვლა აეკრძალა, პანიკა და მაღაზიებთან რიგები მოჰყვა.

კომენდანტის საათის ამოქმედებამდე გადაღებულ ვიდეოებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close