საზოგადოებასაქართველო

განახლდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემა განაახლა.

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, დაჩქარებული მომსახურების მიღება შეუძლებელი იქნება და სერვისს მომხმარებელი ტრადიციულ ვადაში (10 დღე) მიიღებს. განაცხადის გაკეთება და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე.

სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის პირები პირადობის ელექტრონულ მოწმობასა და ბიომეტრიულ პასპორტზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ.

მოქალაქეები მზა დოკუმენტს ფოსტის საშუალებით მიიღებენ.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close