ყველას! ყველას! ყველას! – უფასო სამედიცინო კონსულტაციები საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს
პანდემიამ ისე ჩამოშალა ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, რომ რესურსების სიმცირის გამო ექიმთან ვიზიტი გართულებულია და თანაც სახიფათო, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ საავადმყოფოებში ხდება. ქართველმა ექიმებმა გადაწყვიტეს, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციები გაუწიონ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს.
ეს საქმე წამოიწყო ექიმმა გივი ხორბალაძემ და მანვე შეკრიბა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ნებისმიერ დროს თქვენს სამსახურში იქნება.
ექიმი გივი ხორბალაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ბევრი ნაცნობი თუ ნაცნობის ნაცნობი დამიკავშირდა იტალიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან სამედიცინო პრობლემებით. ყველა აღნიშნავს, რომ მათთან ფრიად გაძნელებულია ან თითქმის შეუძლებელია ექიმის კონსულტაციის მიღება და მეც შეძლებისდაგვარად ტელეფონით, ვაიბერით, სკაიპით ვუწევ დახმარებას. ვინაიდან ხშირია ესეთი შემთხვევები, გადავწყვიტე გამოვაქვეყნო ჩემი ტელეფონის და ვაიბერის ნომერი, შევკრიბო სხვადასხვა პროფილის თანამოაზრე ექიმთა ჯგუფი, რათა შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს. თუ საკითხი გაცდება ჩემი კომპეტენციის ფარგლებს ვეცდები გადაგამისამართოთ შესაბამის მაღალი დონის სპეციალისტთან. ნუ მოგერიდებათ, მოგვმართეთ. აუცილებლად დაგეხმარებით. დამიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 599 133495, ვაიბერიც იგივე ნომერია.
სკაიპის მისამართი: https://join.skype.com/invite/mlYDdtr413uV
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]“.
ემიგრანტების და ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების საყურადღებოდ, გივი ექიმი პირად საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად, ყველა პროფილის იმ ექიმების სიას ასაჯაროებს, რომლებიც მზად არიან უანგაროდ დაეხმარონ თანამემამულეებს.
„ვდებ იმ ექიმთა სიას, ვინც მზად არის დისტანციურად აღმოგიჩინოთ კონსულტაციური დახმარება. თუ თქვენთვის სასურველი სპეციალობის კონსულტანტი ვერ მოძებნეთ სიაში, დამიკავშირდით და ვეცდები დამატებით შეგირჩიოთ კონსულტანტი.
ბატონი ანზორ მელია. კარდიოლოგი. +995 577 403012
ქალბატონი თამარ გუგეშაშვილი, კარდიოლოგი. +995 593 364708
ქალბატონი ლალი კილასონია, რევმატოლოგი. +995 577 471517
ბატონი გოგი ბოჭორიშვილი, უროლოგი. +995 553 672
ბატონი მინდია ბაბალაშვილი, უროლოგი. +995 577 114285
ბატონი გოჩა მხეიძე, ყელ-ყურ-ცხვირი. +995 599 987995
ბატონი ირაკლი ხუნდაძე, ყელ-ყურ-ცხვირი. +995 599 163028
ბატონი ლევან ლორთქიფანიძე, ყელ-ყურ-ცხვირი. +995 598 505407
ბატონი ნიკა ჯანაშია, ყელ-ყურ-ცხვირი. +995 599 514888
ქალბატონი ნათია წერეთელი, ფსიქოლოგი. +995 599 906150
ბატონი დავით ანდღულაძე, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი. +995 593 127144
ბატონი შალვა (შაკო) ჩხიკვიშვილი, ნევროპათოლოგი. +995 599 982585
ბატონი თეიმურაზ კაკუბავა, თერაპევტი, ნევროპათოლოგი. +995 577113436
ბატონი მალხაზ კინწურაშვილი, ნეიროქირურგია, ნევროლოგია. +995 599 540249
ქალბატონი მაგდა ბეთანელი, ჰემატოლოგი-ტრანსფუზიოლოგი. +995 599 162422
ბატონი ნუკრი ელიზბარაშვილი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი. +995 599 438011
ქალბატონი მაია ანანიაშვილი, ჰემატოლოგი/ონკოჰემატოლოგი. +995 592 146565
ბატონი სოსო სანიკიძე, ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი, მამოლოგი, ქირურგი ონკო-ენდოკრინოლოგი. +995 568 271411
ბატონი ზურაბ ზედგენიძე, ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი, თორაკოქირურგი. +995 568 782576
ქალბატონი ხათუნა კალაძე, ზოგადი ქირურგია, ანგიოლოგია. +995593149626
ქალბატონი თეა ხუროძე, ენოკრინოლოგი. +995 598 177567
ქალბატონი თამთა მახარაძე, კლინიკური ონკოლოგი. +995 568 999559
ქალბატონი ნუნუ გელაშვილი, გინეკოლოგი. +995 593 129088
ქალბატონი ეთუკა მარგალიტაძე, გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი. +995 593 538042
ქალბატონი ზიზი გაბელაშვილი, გინეკოლოგი. +995 599 240041
ქალბატონი მარინა ღოღელიანი, ონკოგინეკოლოგი. +995 599 539853
ბატონი პაატა გამცემლიძე, ეპიდემიოლოგი. +995 568 984343
ქალბატონი სოფო ქუთათელაძე, ეპიდემიოლოგი. +995 577 754975
ბატონი ნუკრი ელიზბარაშვილი, ორთოპედი, ტრავმატოლოგი. +995 599 438011
ბატონი გიორგი საბაშვილი, ანგიოლოგი. +995 577 191331
ბატონი ოლეგ ქოიავა, ქირურგი-ენდოსკოპისტი. +995 599 103839
ქალბატონი ნანა ტყაბლაძე, პედიატრი, +995 555 412489
გივი ხორბალაძე, პროქტოლოგი, გასტრო-ენტეროლოგი. +995 599 133495
გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რომ რაც შეიძლება მეტ ჩვენს თანამემამულემდე მიაღწიოს“, – წერს სოციალურ ქსელში გივი ხორბალაძე.
კომენტარები