საქართველოსაზოგადოება

ყველას! ყველას! ყველას! – უფასო სამედიცინო კონსულტაციები საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს

პანდემიამ ისე ჩამოშალა ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, რომ რესურსების სიმცირის გამო ექიმთან ვიზიტი გართულებულია და თანაც სახიფათო, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ საავადმყოფოებში ხდება. ქართველმა ექიმებმა გადაწყვიტეს, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციები გაუწიონ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს.

ეს საქმე წამოიწყო  ექიმმა  გივი ხორბალაძემ და მანვე შეკრიბა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ნებისმიერ დროს თქვენს სამსახურში იქნება.

ექიმი გივი ხორბალაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ბევრი ნაცნობი თუ ნაცნობის ნაცნობი დამიკავშირდა იტალიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან  სამედიცინო პრობლემებით. ყველა აღნიშნავს, რომ მათთან ფრიად გაძნელებულია ან თითქმის შეუძლებელია ექიმის კონსულტაციის მიღება და მეც შეძლებისდაგვარად ტელეფონით, ვაიბერით, სკაიპით ვუწევ დახმარებას. ვინაიდან ხშირია ესეთი შემთხვევები, გადავწყვიტე გამოვაქვეყნო ჩემი ტელეფონის და ვაიბერის ნომერი, შევკრიბო სხვადასხვა პროფილის თანამოაზრე ექიმთა ჯგუფი, რათა შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს. თუ საკითხი გაცდება ჩემი კომპეტენციის ფარგლებს ვეცდები გადაგამისამართოთ შესაბამის მაღალი დონის სპეციალისტთან. ნუ მოგერიდებათ, მოგვმართეთ. აუცილებლად დაგეხმარებით. დამიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 599 133495, ვაიბერიც იგივე ნომერია.

სკაიპის მისამართი: https://join.skype.com/invite/mlYDdtr413uV

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]“.

ემიგრანტების და ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების საყურადღებოდ, გივი ექიმი პირად საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად, ყველა პროფილის იმ ექიმების სიას ასაჯაროებს, რომლებიც მზად არიან უანგაროდ დაეხმარონ თანამემამულეებს.

„ვდებ იმ ექიმთა სიას, ვინც მზად არის დისტანციურად აღმოგიჩინოთ კონსულტაციური დახმარება. თუ თქვენთვის სასურველი სპეციალობის კონსულტანტი ვერ მოძებნეთ სიაში, დამიკავშირდით და ვეცდები დამატებით შეგირჩიოთ კონსულტანტი.

ბატონი ანზორ მელია. კარდიოლოგი. +995 577 403012

ქალბატონი თამარ გუგეშაშვილი, კარდიოლოგი. +995 593 364708

ქალბატონი ლალი კილასონია, რევმატოლოგი. +995 577 471517

ბატონი გოგი ბოჭორიშვილი, უროლოგი. +995 553 672

ბატონი მინდია ბაბალაშვილი, უროლოგი. +995 577 114285

ბატონი გოჩა მხეიძე, ყელ-ყურ-ცხვირი. +995 599 987995

ბატონი ირაკლი ხუნდაძე, ყელ-ყურ-ცხვირი. +995 599 163028

ბატონი ლევან ლორთქიფანიძე, ყელ-ყურ-ცხვირი. +995 598 505407

ბატონი ნიკა ჯანაშია, ყელ-ყურ-ცხვირი. +995 599 514888

ქალბატონი ნათია წერეთელი, ფსიქოლოგი. +995 599 906150

ბატონი დავით ანდღულაძე, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი. +995 593 127144

ბატონი შალვა (შაკო) ჩხიკვიშვილი, ნევროპათოლოგი. +995 599 982585

ბატონი თეიმურაზ კაკუბავა, თერაპევტი, ნევროპათოლოგი. +995 577113436

ბატონი მალხაზ კინწურაშვილი, ნეიროქირურგია, ნევროლოგია. +995 599 540249

ქალბატონი მაგდა ბეთანელი, ჰემატოლოგი-ტრანსფუზიოლოგი. +995 599 162422

ბატონი ნუკრი ელიზბარაშვილი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი. +995 599 438011

ქალბატონი მაია ანანიაშვილი, ჰემატოლოგი/ონკოჰემატოლოგი. +995 592 146565

ბატონი სოსო სანიკიძე, ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი, მამოლოგი, ქირურგი ონკო-ენდოკრინოლოგი. +995 568 271411

ბატონი ზურაბ ზედგენიძე, ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი, თორაკოქირურგი. +995 568 782576

ქალბატონი ხათუნა კალაძე, ზოგადი ქირურგია, ანგიოლოგია. +995593149626

ქალბატონი თეა ხუროძე, ენოკრინოლოგი. +995 598 177567

ქალბატონი თამთა მახარაძე, კლინიკური ონკოლოგი. +995 568 999559

ქალბატონი ნუნუ გელაშვილი, გინეკოლოგი. +995 593 129088

ქალბატონი ეთუკა მარგალიტაძე, გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი. +995 593 538042

ქალბატონი ზიზი გაბელაშვილი, გინეკოლოგი. +995 599 240041

ქალბატონი მარინა ღოღელიანი, ონკოგინეკოლოგი. +995 599 539853

ბატონი პაატა გამცემლიძე, ეპიდემიოლოგი. +995 568 984343

ქალბატონი სოფო ქუთათელაძე, ეპიდემიოლოგი. +995 577 754975

ბატონი ნუკრი ელიზბარაშვილი, ორთოპედი, ტრავმატოლოგი. +995 599 438011

ბატონი გიორგი საბაშვილი, ანგიოლოგი. +995 577 191331

ბატონი ოლეგ ქოიავა, ქირურგი-ენდოსკოპისტი. +995 599 103839

ქალბატონი ნანა ტყაბლაძე, პედიატრი, +995 555 412489

გივი ხორბალაძე, პროქტოლოგი, გასტრო-ენტეროლოგი. +995 599 133495

გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რომ რაც შეიძლება მეტ ჩვენს თანამემამულემდე მიაღწიოს, – წერს სოციალურ ქსელში გივი ხორბალაძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close