იტალიაპოლიტიკა

ჯუზეპე კონტეს განცხადებით, საყოველთაო კარანტინი იტალიაში 13 აპრილამდე გაგრძელდა

ეს ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს, რომ კარანტინი 14 აპრილს მოიხსნება

იტალიის მთავრობა საყოველთაო კარანტინის რეჟიმს 13 აპრილამდე (ჩათვლით) აგრძელებს. ამის შესახებ პირველ აპრილს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განუცხადა. ინფორმაციას Ansa ავრცელებს.

პრემიერმა მოუწოდა მოქალაქეებს, აქედან არ გამოიტანონ დასკვნა, რომ კარანტინი 14 აპრილს მოიხსნება. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება სიტუაციის შეცვლის შესაბამისად: როდესაც იტალია კორონავირუსის გავრცელების შენელების ფაზაში გადავა, წესები შეიცვლება; შემდეგ ისევ შეიცვლება წესები, როდესაც უკვე შესაძლებელი იქნება კრიზისიდან გამოსვლაზე საუბარი. „ამ დროისთვის შეზღუდვების შერბილება ნიშნავს, რომ შეიქმნება ეპიდემიის თავიდან აფეთქების საფრთხე, ამის დაშვება არ შეიძლება“, – განაცხადა კონტემ.

როგორც ცნობილია, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 მარტიდან ქვეყანაში სტრატეგიულის გარდა ყველა საწარმოს (მათ შორის, მშენებლობების, საავადმყოფოების მშენებლობის გარდა), აგრეთვე, ყველა სავაჭრო ობიექტის მუშაობა დროებით, 3 აპრილამდე შეჩერდა, აფთიაქების და პროდუქტების მაღაზიების, აგრეთვე, აუცილებელი მომსახურებების ობიექტების გარდა. ახლა კი ეს ვადა, სულ ცოტა, 13 აპრილამდე გაგრძელდა.

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 110 574-ს მიაღწია და იტალია ამ მხრივ მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ (სადაც უკვე ინფიცირების 206 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული);  გამოჯანმრთელდა 16 847 ადამიანი; COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა მთლიანობაში 13 155-ს მიაღწია, რითაც იტალია პირველ ადგილზეა მსოფლიოში ესპანეთის (9131) შემდეგ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close