კინო/ფილმები

მეგან მარკლის მიერ „დისნეისთვის“ შექმნილი პირველი ნამუშევრის ტრეილერი გამოვიდა (ვიდეო)

ხმები სასექსის ჰერცოგინიას და  Disney-ს თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად დადასტურდა. სპილოების შესახებ დოკუმენტური ფილმების სერიის პრემიერა არხ Disney+ზე 3 აპრილს გაიმართება.

პროექტი შექნილია ორგანიზაცია Elephants Without Borders-ის მხარდაჭერით, რომელიც ველური ბუნების პრობლემებზე მუშაობს.

„ორი ახალი ფილმი, ორი დაუვიწყარი მოგზაურობა. ეთერში გამოდის Elephant-ი მეგან მარკლთან ერთად მთხრობელის როლში და Dolphin Reef-ი ნატალი პორტმანთან ერთად“ – ასეთი ინფორმაცია გამოჩნდა Twitter Disneynature-ში.

მეგან მარკლს და პრინც ჰარის თავიანთი ისტორიები აქვთ, რომლებიც ველური სპილოების დაცვას უკავშირდება. 3 წლის წინ წყვილი ბოტსვანაში იყო, სადაც ფონდ Elephants Without Borders-ის მუშაობას გაეცნო. სწორედ ბოტსვანაში აღნიშნეს მეგანმა და ჰარიმ თავიანთი რომანის ერთი წლის იუბილე.

[arve url=”https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=58xTMQrSLj4&feature=emb_logo” /]

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close