fbpx
საზოგადოებასაქართველო

ამირან გამყრელიძე: იმ ადამიანებს, რომლებიც პაატა იმნაძეს აკრიტიკებდნენ, იცით, რომ მისი დაჭერა უნდოდათ?! (ვიდეო)

მუდამ გაწონასწორებული პაატა იმნაძის აღშფოთებულმა და აღელვებულმა ტონმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, როდესაც ოპონენტებთან დაკავშირებით საუბრობდა, ბევრი ადამიანი გააკვირვა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ასეთი რეაქცია გამოიწვია ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილის კრიტიკამ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით.

იმნაძის თქმით, „პოლიტიკაში რევენ“ და ყველას მოუწოდა, თავი დაანებონ, თორემ ალაპარაკდება.

თავად პაატა იმნაძემ უფრო მეტის თქმისგან თავი შეიკავა, თუმცა მაინც გავრცელდა 10 წლის წინანდელი ამბავი, როცა პაატა იმნაძე 3 დღით დააკავეს.

ეს ისტორია თითქმის არავინ იცოდა… სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ადამიანების უკანონო დევნის დროს, პაატა იმნაძეც დაიჭირეს – ღირსების ორდენის კავალერი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საპატიო მედლის ლაურეატი, იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. ის 3 დღე მოდულის შენობაში ჰყავდათ და რომ არა ბატონი პაატას მეგობარი, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდი ვებერი, ადვილი წარმოსადგენია, რა ელოდა.

„თავი დამანებონ, იმიტომ, რომ იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე… იქ, იმ ბანაკში ჭკვიანები ხომ არიან?! თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი, ვაფრთხილებ. დაეტიონ თავიანთ ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, პოლიტიკოსებზე ბრაზობდა თუ არა, პაატა იმნაძემ უპასუხა: „ძალიან კარგად იციან, ვისზეც ვილაპარაკე“.

მოგვიანებით, ასევე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანემა ამირან გამყრელიძემ ეს თემა გააგრძელა და თავისი პოზიცია დააფიქსირა.

გადაცემის წამყვანმა ამირან გამყრელიძეს სწრაფი ტესტების მწარმოებელი კომპანიის შერჩევისას კომერციულ ინტერესზე დაუსვა შეკითხვა, რაზეც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რიტორიკული კითხვა დასვა: ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება პაატა იმნაძის პროფესიონალიზმში?!

„ის ადამიანები, რომლებიც პაატას აკრიტიკებდნენ… იცით, რომ მისი დაჭერა უნდოდათ 2009 წელს?“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

„30 წელია, სხვადასხვა მთავრობის დროს ვიმუშავე ამ სფეროში და ბევრი ინფორმაცია მაქვს, არ მინდა პოლიტიკაში ჩარევა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close