საბერძნეთში ორი ძირითადი სერვისი ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა: ეპიდემიამ მნიშვნელოვანი რეფორმა დააჩქარა
ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ დააჩქარა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დისტანციური სერვისების განვითარებას ემსახურება. ამ დროისთვის ორი ძირითადი სერვისი გახდა ხელმისაწვდომი: 1. ხელწერილი (Υπεύθυνη Δήλωση) და 2. მინდობილობა (Εξουσιοδότηση).
თუკი ადრე აღნიშნული დოკუმეტების გასაკეთებლად აუცილებლად უნდა მისულიყავით მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში (Κέντρο Εξυπηρέτησης Πολιτών) ან პოლიციის განყოფილებაში, უკვე შესაძლებელია აღნიშნული სერვისები სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ.
იმისათვის, რომ შეძლოთ არსებული რეფორმებით სარგებლობა, საჭიროა, გქონდეთ ან Taxisnet-ზე ან gov.gr-ზე შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი. Taxisnet-ზე შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი არის ის, რაც თქვენმა უმეტესობამ იცის, როგორც კლიდარითმო (κλειδάριθμο). შესაბამისად, მხოლოდ იმათ, ვისაც გაქვთ კლიდარითმო, შეგიძლიათ ისარგებლოთ აღნიშნული სერვისებით.
ელექტრონულად გაკეთებულ ხელწერილს და მინდობილობას, სამართლებრივი თვალსაზრისით, აქვს ზუსტად იგივე ძალა, რაც პოლიციის განყოფილებაში თუ ΚΕΠ-ში გაკეთებულ მსგავს დოკუმენტებს.
აღნიშნული რეფორმის შედეგად, შეგიძლიათ ასევე არა მხოლოდ შექმნათ, არამედ გადაამოწმოთ ელექტრონული დოკუმენტების ნამდვილობა და ასევე ნახოთ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული სისტემით თქვენი სახელით ოდესმე გაგიკეთებიათ. შესაბამისად, ახალი რეფორმის მიხედვით გაკეთებული დოკუმეტების ხარისხი და სანდოობა არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.
ამავდროულად, თქვენი კლიდარითმო ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაცია და საჭიროა კიდევ მეტად გაუფრთხილდეთ მას. დაუკვირდით, ვის აძლევთ თქვენს კლიდარითმოს და, ზოგადად, რეკომენდებულია, რომ თქვენი კლიდარითმოს პაროლი ხშირად გამოცვალოთ.
ელექტრონული ხელწერილის სერვისის მიღება შესაძლებელია აქ:
ელექტრონული მინდობილობის სერვისის მიღება შესაძლებელია აქ:
ადვოკატ პაატა სიმსივეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფეისბუქის პირადი გვერდის საშუალებით: https://www.facebook.com/simsive.paata
კომენტარები