სპორტისაზოგადოება

მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს გრან პრის ჩემპიონის ტიტული ამირან გამყრელიძეს მიუძღვნა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების პირველი ნომერი ნანა ძაგნიძე ლოზანაში გამართულ მსოფლიოს გრან პრის მესამე ეტაპზე ჩემპიონი გახდა.

პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობა მსოფლიოს თორმეტმა საუკეთესო მოჭადრაკე ქალმა მიიღო, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონმა, ჩინელმა ცზუ ვენცუნმა, რომელსაც ძაგნიძემ პირად შეხვედრაშიც აჯობა და საბოლოო წარმატებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, შეჯიბრების დასკვნით შეხვედრაში კი ძაგნიძეს მსოფლიოს რეიტინგის მეოთხე ნომერ რუს ალექსანდრა გორიაჩკინასთან შეხვედრაში ნახევარი ქულაც ჰყოფნიდა და სასურველი ყაიმი დააფიქსირა.

ნანა ძაგნიძემ ტიტული კორონავირუსთან მებრძოლ ქართველ ექიმებს მიუძღვნა, მათ შორის კი გამოარჩია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. აი, რა დაწერა გრან პრის ქართველმა ჩემპიონმა ფეისბუქის პირად გვერდზე:

„ლოზანაში გამართული გრან პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში, და, განსაკუთრებით, ადამიანს ადამიანთა შორის, ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში. სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო. მათ მიაღწიეს წარმატებას და იმედია, ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ“.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close