ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2-8 მარტი

2-იდან 8 მარტამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ამ კვირისთვის  ვარსკვლავების პროგნოზი საკმაოდ პოზიტიური იქნება. ისინი ზოდიაქოს ყველა ნიშნის მხარეს არიან, მაგრამ რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოთ: ჯერ ერთი, არ უნდა იზარმაცოთ, და მეორეც, მხიარული და ენერგიული უნდა იყოთ. პრინციპში, ეს არც ისე რთული შესასრულებელია, სამაგიეროდ ყველაფერი მარტივად მოგვარდება და პრობლემები გაიფანტება. ნებისმიერი წამოწყებისას ახლო მეგობრები თქვენი საუკეთესო მხარდამჭერები იქნებიან, ზოგიერთ ჩვენგანს კი კოლეგების დახმარების იმედი შეუძლია ჰქონდეს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას – შინაგანი ხმის რჩევები ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს რთულ სიტუაციებში. ოჯახური ცხოვრება სერიოზულ და გააზრებულ მიდგომას მოითხოვს, სასიყვარულო სფერო კი სავსეა საოცარი სიურპრიზებით. 

 

ვერძი

თქვენი ზოგიერთი ნიჭი სწორედ ახლა გამოვლინდება. თუ საინტერესო წინადადებებს მიიღებთ თქვენი ახალი უნარების გამოყენებასთან დაკავშირებით, უყოყმანოდ დათანხმდით. წარმატება გელით. ეცადეთ, მეორე ნახევართან/პარტნიორთან დაძაბული ურთიერთობა სერიოზულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. თუ კომპრომისს ჯერ ვერ პოულობთ, ცოტა ხანს თქვენი ურთიერთობა „დააპაუზეთ“.

სასიკეთო დღეები: 2, 7.

არასასიკეთო დღე:  3.

 

კურო

ემოციები თავიდან ბოლომდე შეგიპყრობთ. თუ გიყვართ, აუცილებლად გამოუტყდით. დიდი ალბათობაა, რომ თქვენს გრძნობას იმავე გრძნობითვე უპასუხებენ. ყურადღებით იყავით: შეიძლება ახლო მეგობარმა მოგატყუოთ. კარგია, თუ ახლობლების დახმარებით ისარგებლებთ, მარტო ნუ დარჩებით.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე:  2.

 

ტყუპი

ერთდროულად რამდენიმე საკითხის მოგვარება მოგიწევთ, თავს კი გაართმევთ, მაგრამ კვირის ბოლოს ძალები ამოგეწურებათ, ამიტომ შეეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ. საუკეთესოა მარტო ან საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა. ხმაურიანი კომპანიები ახლა თქვენთვის რეკომენდებული არ არის.

სასიკეთო დღეები: 2, 7.

არასასიკეთო დღე: 4.

 

კირჩხიბი

თუ სესხად ფულს გთხოვენ, თავაზიანი, მაგრამ მტკიცე უარი უთხარით, რადგან დიდი ალბათობაა, რომ ვალს მალე არ დაგიბრუნებენ, თუ საერთოდ დაგიბრუნეს. რთული პერიოდი ელოდებათ წყვილებს, რომლებიც ხუთ წელზე მეტია ერთად არიან. ეს დრო, ფაქტობრივად, თქვენი კავშირის სიმტკიცის ტესტი იქნება. წარმატებით ჩააბარებთ თუ არა ამ ტესტს, დიდწილად თქვენზეა დამოკიდებული.

სასიკეთო დღეები: 6, 7.

არასასიკეთო დღე: 2.

 

ლომი

შეგიძლიათ იამაყოთ ბავშვებით, აი, უფროს თაობას კი თქვენი დახმარება დასჭირდება. შეასრულეთ მნიშვნელოვანი როლი მათ ცხოვრებაში. რაც შეეხება სამსახურს, შეეცადეთ, დამატებითი პასუხისმგებლობები არ იკისროთ – შეიძლება ვერ გათვალოთ და ძალა არ გეყოთ მათ შესასრულებლად. შაბათ-კვირას საოჯახო საქმეებისგან დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 6, 8

არასასიკეთო დღე: 5.

 

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, ახლა თავი აარიდოთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. ეცადეთ, ის ხალხი გყავდეთ გარშემო, ვინც გიყვართ. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეები იქნება თქვენთვის 5 და 6 მარტი. თქვენ მშვენივრად გამოიყურებით და საუკეთესო იქნებით ნებისმიერ საქმეში, რაც არ უნდა აირჩიოთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა!

სასიკეთო დღეები: 3, 5, 6, 7.

არასასიკეთო დღე: 4.

 

სასწორი

შეეცადეთ ურთიერთობა მოაგვაროთ მათთან, ვისთანაც დიდი ხანია უსიამოვნებები გაქვთ. არ შეგეშინდეთ პირველი ნაბიჯის გადადგმისა, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. ვარსკვლავები მძღოლებს ურჩევენ, რომ ფრთხილად იყვნენ გზაზე, ხოლო მათ, ვინც წონაში იკლებს, უარი უნდა თქვან დიეტაზე, რადგან ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიან. უმჯობესია ყურადღება სპორტზე გაამახვილოთ.

სასიკეთო დღეები: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მორიელი

დაძაბული პერიოდია. შესაძლებელია გაუგებრობები წარმოიშვას ახლობელ ადამიანებსა და კოლეგებთან, თუმცა კარგია ის, რომ უსიამოვნო დღეებს აუცილებლად მოჰყვება ნათელი დღეები. კვირის ბოლოსკენ სასიამოვნო ღონისძიებები, სიურპრიზები და საჩუქრები გელით. ეს გახსოვდეთ და ძალები მოგემატებათ.

სასიკეთო დღეები: 3, 8.

არასასიკეთო დღე:  4.

 

მშვილდოსანი

ახლა უმჯობესია ფული დახარჯოთ, ვიდრე დააგროვოთ. საკუთარ თავს  დიდი შენაძენის უფლება მიეცით, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. ფრთხილად იყავით ნებისმიერი დოკუმენტების ხელმოწერის დროს. ეჭვი გაგიჩნდათ? რჩევა ჰკითხეთ ადამიანებს, რომლებიც მოცემულ საკითხებში კომპეტენტურები არიან. ხელსაყრელია ხანგრძლივი მოგზაურობა, განსაკუთრებით – მრავალრიცხოვან კომპანიასთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე:  3.

 

თხის რქა

თქვენთვის ადვილი არ იქნება შაბათ-კვირის შემდეგ მუშაობაში ჩაბმა. შეეცადეთ  მეტი დაისვენოთ საღამოს, ნუ წაიღებთ სამუშაოს სახლში. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას: შეიძლება ექიმთან ვიზიტი დაგჭირდეთ. 8 მარტს კონფლიქტებს ერიდეთ: ეს დღე თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება და უსიამოვნებებით ნუ გააფუჭებთ.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე:  2.

 

მერწყული

სამსახურში კოლეგებს შესაძლოა თქვენი შეშურდეთ: თქვენ ყველაზე წარმატებული იქნებით (რაც არც ისე იშვიათად ხდება). ყურადღებას ნუ მიაქცევთ შურიანებს, ისინი ვერაფერს დაგაკლებენ, უფრო საკუთარ თავს დააზარალებენ. უმჯობესია საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე იზრუნოთ. მაგალითად, ეს პერიოდი ხელსაყრელია ბინაში რემონტის დასაწყებად. მთავარი კარგი ოსტატების პოვნაა.

სასიკეთო დღეები: 5, 6.

არასასიკეთო დღე: 2.

 

თევზები

ამ პერიოდის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები ძირეულად შეცვლის თქვენს ცხოვრებას, მზად იყავით იმისთვის, რომ პრობლემები თავად მოაგვაროთ: ვერავინ დაგეხმარებათ. შეეცადეთ თვალი დახუჭოთ სხვა ადამიანების სისუსტეებზე. ეს თავიდან აგაცილებთ ზედმეტ კონფლიქტს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში.

სასიკეთო დღეები: 3, 8.

არასასიკეთო დღე:  5.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close