დღის თემაიტალიასაზოგადოება
იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების რუკა – 59 ინფიცირებული
სპალანცანის საავადმყოფოში მოთავსებული ჩინელი ცოლ-ქმარი გამოჯანმრთელდა
იტალიური სააგენტო „ანსა“ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რუკას აქვეყნებს. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 59 შემთხვევა დადასტურდა. პირველი შემთხვევები დაფიქსირდა მილანსა (ჯერჯერობით დაუდასტურებელი) და ტურინში. სკიავონიას საავადმყოფოში (პადუის პროვინცია) 350 ადამიანია მოთავსებული იზოლირებულად, ტესტის პასუხების მოლოდინში.
კარგი ინფორმაცია ის არის, რომ ჩინელი ცოლ-ქმარი, რომლებსაც იტალიაში პირველად დაუდგინეს კორონავირუსი და სპალანცანის ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს, გამოჯანმრთელდა. სტაბილურია 38 წლის იტალიელი მამაკაცის მდგომარეობაც, რომელიც ხუთშაბათს მოათავსეს კოდონიოს საავადმყოფოში; როგორც ცნობილია, მისი ორსული ცოლის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ასევე დადებითი აღმოჩნდა.
კომენტარები