ვიდეოპოლიტიკასაქართველო

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის რეკონსტრუქცია (ვიდეო)

სპეცრაზმს შეეშალა? - ადვოკატის თქმით, წინასწარი განზრახვით მკვლელობის ვერსია პოლიტიკურია

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მიზანმიმართულად არავის მოუკლავს. მისი თქმით, სპეცრაზმს შეეშალა, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა სათავისოდ გამოიყენეს. კუბლაშვილი აცხადებს, რომ წინასწარი განზრახვით მკვლელობის ვერსია პოლიტიკურია.

„რატომ მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტკური ვერსია, ვიღაცის ჩაწვეთებული? იმიტომ, რომ მათ არ აწყობთ მსუბუქი ვერსიები. უნდათ, რომ მალხაზი უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს – აგერ, შვილი მოგიკლეს განზრახ. იყო შედარებები გირგვლიანის თემასთან. ეს არის პოლიტკური ყველაფერი… ასეთ ინფორმაციას რომ მტკიცებით ფორმაში აწვდი შვილმკვდარ მამას, არის თუ არა ეს ბიძგება რაღაცისკენ. ეს ადამიანები უნდა ვამხილო, დადგება ამის დრო“, – ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

ის ასევე განმარტავს, რატომ ახსენებს მალხაზ მაჩალიკაშვილი მუდმივად სოსო გოგაშვილის გვარს, რომელსაც, კუბლაშვილის თქმით, საერთოდ არც იცნობს და არასდროს უნახავს.

„ჩემი თანდასწრებით ერთ-ერთმა ადამიანმა პირდაპირ აჩვენა (ფოტო) და უთხრა, რომ ეს არის შენი შვილის მკვლელი და ამან დაგეგმა ყველაფერიო. ასე გაჩნდა საერთოდ ეს… ვინც ეს უთხრა მალხაზს, ცნობილი ადამიანია, დადგება დრო და დავასახელებ. ის ახლა წინასწარ მებრძვის, რადგან მე ვარ თვითმხილველი, რომ მალახაზთან ერთად გვაჩვენეს ფოტო. მაშინ პირველად გავიგე, ვინ არის გოგაშვილი. გვარიც არ ვიცოდი – ეს არის შენი შვილის მკვლელიო. ამ კაცს აწვდიან ძალიან ცუდ… ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ მის გვარს. ასე დააჯერეს (მალხაზს), არ ვიცი ახლა რა ინფორმაციებს აწვდიან მას, შეიძლება უარესსაც ეუბნებიან“, – აცხადებს კუბლაშვილი.

ადვოკატის მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე ხელყუმბარა ჩადებულია, თუმცა კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციას სპეცრაზმელის შეცდომას უკავშირებს და არა მიზანმიმართულ, განზრახ მკვლელობას.

„ეს არის სიტუაციის დამძიმებისთვის შემოტანილი პოლიტკური ვერსია. მე რისიც მჯერა და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანს შეეშალა. სპეცრაზმელიც ადამიანია და საფრთხე ასე აღიქვა“, – ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

alt-info.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close