საბერძნეთისაზოგადოება

ომონიის მოედანზე ახალი შადრევანი ჩართეს – ათენის ცენტრი ლამაზდება (ვიდეო)

უკვე რამდენიმე თვეა, ათენის ცენტრალური მოედნის, ომონიის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მოედანზე გიგანტური შადრევანი დაამონტაჟეს, რომელიც 20 თებერვალს გამოცადეს. ღონისძებას ათენის მერი კოსტას ბაკოიანისი დაესწრო. დედაქალაქის მერმა შადრევნის გახსნის ფოტო და ვიდეო ინსტაგრამის გვერდზე განათავსა.

ომონიის მოედანზე ათწლეულების განმავლობაში არსებობდა შადრევანი. მოგვიანებით, ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად შადრევანი გააუქმეს. ამჟამად ქალაქის მერია ათენის ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადაწყდა ისტორიული შადრევნის აღდგენა. იმედოვნებენ, რომ ათენის ცენტრი თანდათანობით დაიბრუნებს თავის მიმზიდველობას და შადრევნის ამოქმედება ამ თვალსაზრისით მხოლოდ დასაწყისი იქნება.

იხილეთ ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close