თურქეთის სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანაში, რომელიც იტალიიდან საქართველოს მიმართულებით მოდიოდა, ორი ტონა კანაფი აღმოაჩინეს,რომლის სავარაუდო საბაზრო ღირებულება 124 220 ათას ლირას შეადგენს.
თურქული მედიის ინფორმაციით, უცხონომრიანი ტრაილერი საბაჟო პუნქტზე საეჭვოდ მიიჩნიეს და რენტგენულ სკანირებაზე გადაგზავნეს.
დეკლარაციის მიხედვით, მანქანას სასუქი გადაჰქონდა, თუმცა სკანირების შედეგად საეჭვო სიმკვრივის დადგენისთანავე მანქანა გასაჩხრეკად გადაიყვანეს.
ნარკოტიკული დეტექტორი ძაღლები მანქანაში არსებულ ზოგიერთ ტომარაზე რეაგირებდნენ, რომლებიც ჩამოიღეს (სულ ასეთი 213 ტომარა იყო) და მათში მთლიანობაში 2 ტონა და 70 კილოგრამი კანაფი აღმოჩნდა.
„ეს იყო ყველაზე დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
რეკორდული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების სავარაუდო საბაზრო ღირებულება 124 მლნ 220 ათას ლირას შეადგენს.
დაკავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც, თურქული მედიის ცნობით, უცხოელია.
კომენტარები