საქართველოპოლიტიკა

2019 წელს საქართველოს თავშესაფრის თხოვნით 1,2 ათასზე მეტმა უცხოელმა მიმართა

შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით 1,2 ათასზე მეტმა უცხოელმა მიმართა, მათ შორის, ირანის – 470-მა, ეგვიპტის – 113-მა, ინდოეთის – 101-მა, რუსეთის – 79-მა, თურქეთის 66-მა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ამავე პერიოდში ლტოლვილის სტატუსი საქართველოში მიიღო ეგვიპტის 18-მა მოქალაქემ, ავღანეთის 8 მოქალაქემ, რუსეთის 6-მა მოქალაქემ, კონგოს 4-მა მოქალაქემ, ტაჯიკეთის ერთმა და ერაყის ერთმა მოქალაქემ.

საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა იემენის 22 მოქალაქეს, ერაყის 5 მოქალაქეს, სირიის 2 მოქალაქეს, უკრაინის ერთ მოქალაქეს და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე სამ პირს.

ასევე, საინტერესოა საქართველოდან გაძევებულთა სტატისტიკა: 2019 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოდან გაძევებულია უცხო ქვეყნის 104 მოქალაქე.
გაძევებულთა შორის ყველაზე მეტია აზერბაიჯანის მოქალაქე (32), აგრეთვე, თურქეთის 11, ირანის 11 და ინდოეთის 8 მოქალაქე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close