ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 10 -16 თებერვალი

მთელი კვირა, 10-იდან 16 თებერვლამდე კლებადი მთვარეა. ორშაბათს და სამშაბათს, სანამ ღამის მნათობი ქალწულის თანავარსკვლავედს გაივლის, კარგია, თუ ყველაფერს მოაწესრიგებთ როგორც რეალურად, ისე აზრებში. ნივთებს თავისი ადგილი მიუჩინეთ, თაროებზე განათავსეთ, მოიცილეთ თავიდან ყველაფერი ზედმეტი და მოძველებული – მაშინვე შეამჩნევთ, სუნთქვა როგორ გაგიადვილდათ.

ოთხშაბათს და ხუთშაბათს, 12 და 13 თებერვალს, მთვარე სასწორის ნიშანში იქნება, რაც ნიშნავს, რომ ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დროა. გამოიყენეთ ეს შანსი ვალენტინობის წინა დღეს, თუ ჯერ კიდევ მარტო დაიარებით.

14 და 15 თებერვალს მთვარე მორიელის ნიშანშია. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ ამ დღეებს საყვარელ ადამიანთან ერთად მარტო გაატარებთ.

კვირის ბოლო დღეს მთვარე მშვილდოსნის ნიშანში გადადის. ემოციური მდგომარეობა დასტაბილურდება და საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ კვირას სპორტით დაკავდებით ან სასაეირნოდ სუფთა ჰაერზე გახვალთ.

 

ვერძი

მთელი ეს კვირა ვერძებისთვის კარგი იქნება. დამატებითი შემოსავლის საკითხი ისევ აქტუალურია, თუმცა თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს შეუძლია დაისვენოს. ვერძებო, შეგიძლიათ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარიგება გააფორმოთ და, ამავე დროს, ყველა ყოფითი საკითხი გადაჭრათ – თქვენი პროდუქტიულობით და თავდაჯერებით აღაფრთოვანებთ როგორც საქმიან პარტნიორებს, ისე ოჯახის წევრებს. ამ დღეებში სიყვარულის სფეროში სიახლეები გელით –  შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გახდება.

 

კურო

ამ დღებში ყველაფერი სწორი სცენარის მიხედვით განვითარდება. საქმეები მოწესრიგებულია, კოლეგები კმაყოფილები არიან, შეფი კი ფიქრობს, როგორ დაგაჯილდოვოთ. ვარსკვლავები კარგ კარიერულ პერსპექტივებს გპირდებიან, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ამ შვიდი დღის განმავლობაში ყველაფერი მოესწრება – შეძლებთ დაწინაურებას და ხელფასის ოდენობას პრემიასაც გადაგიხდიან. უმჯობესია იფიქროთ კურსებზე, ტრენინგებზე ან რაიმე სხვა სასარგებლო საკითხებზე. ფინანსურ სფეროში არეულობა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თუ ახალ პროექტში ინვესტიციის ჩადებას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, შეეცადეთ კონსულტაცია გაიაროთ იმ ადამიანთან, რომელიც ფულთან დაკავშირებულ საკითხებში გამოცდილია. სასიყვარულო ფრონტზე ყველაფერი მშვენივრადაა. პაემანზე წასვლაზე უარს ნუ იტყვით.

 

ტყუპი

ამ კვირისთვის ტყუპის ნიშნის წარმომადგენელთა მთავარი პრობლემაა ის, რომ მუშაობის სურვილი არ ექნებათ. ვარსკვლავებს ესმით თქვენი, მაგრამ თავი ხელში აიყვანოთ: უფროსს საკმაოდ საინტერესო და მომგებიანი წინადადებები აქვს და საწყენი იქნება, თუ სხვებს შესთავაზებს. კარგი იდეები თავში ყოველწუთს მოგდით, მაგრამ ყველას ნუ გაუზიარებთ – ამისთვის სანდო მეგობრები არსებობენ, რომლებიც იდეებს არ მოგპარავენ, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ცდუნება. სასიყვარულო ასპარეზს რაცშეეხება, ამ კვირაში თაყვანისმცემლები აქტიურები არიან და მათგან სიურპრიზებს უნდა ელოდოთ.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უამრავი დაუვიწყარი შთაბეჭდილება ელოდებათ. კირჩხიბებო, თავს ნუ დაკარგავთ, რადგან საქმეც უამრავი გაქვთ. კარგია პროფესიის შეცვლა, მაგრამ არ იჩქაროთ, დროზე ადრე უთხრათ უფროსს თქვენი გეგმების შესახებ. გაეცანით უფრო მეტ საკითხს, ისაუბრეთ, მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტით – საჩქარო არაფერია, თქვენ ისედაც უპრობლემოდ დაგასაქმებენ, სადაც მოისურვებთ. ფინანსურ სფეროში შესაძლებელია გარკვეული სირთულეები – თანხა ბევრია, მაგრამ არ იცით, რაში დახარჯოთ და დროც არ გაქვთ ამისთვის, თუმცა ვარსკვლავები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერს მოაგვარებთ. თუ დაგჭირდათ, ოჯახის წევრებს მიმართეთ და თქვენს ფულს ისინი მშვენივრად განკარგავენ. სასიყვარულო სფეროში თქვენთვის მარადმწვანე შუქნიშანია ჩართული – მიიღეთ კომპლიმენტები და შეიფერეთ.

 

ლომი

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ამ კვირაში ცვლილებების არ უნდა შეეშინდეთ – ვარსკვლავები მხარს უჭერენ მათ ყველანაირ მცდელობას. ლომებო, შეეცადეთ უფრო ხშირად იყოთ საზოგადოებაში და მიღებული ინფორმაცია დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ. სხვათა შორის, საიდუმლოებებსაც გაგიზიარებენ. ამ დღეებში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ზოგიერთ თანამშრომელთან ურთიერთობა მოაგვაროთ – ფარისეველი და პირფერი ადამიანებიც კი შეცვლას იწყებენ, იმიტომ, რომ თქვენ მხოლოდ გულწრფელ და კარგ ადამიანებთან მეგობრობთ. თქვენი ნიშნის წარმომადგენლების სიყვარულის ცაზე ჯადოსნური მთვარე ანათებს, რომელიც თქვენც ჯადოსნურ ხიბლს განიჭებთ.

 

ქალწული

ქალწულებო, ამ კვირაში შეძლებთ გამოავლინოთ გამბედაობა და სიძლიერე და ყველაზე მიზანმიმართულ კოლეგებსაც კი აჯობოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გაჩერდეთ. ამ დღეებში გარისკვა არაფერში გჭირდებათ, ბოლოს და ბოლოს ფორტუნა ისედაც თქვენს მხარესაა. საკუთარი ფინანსური მდგომარეობა გაგახარებთ, მაგრამ კუპიურებს ნუ ააფრიალებთ და თქვენი შემოსავლით ნუ იტრაბახებთ. ჩადეთ ფული პერსპექტიულ საქმეში და შეგიძლიათ კარგი მოგების იმედი გქონდეთ. ამ პერიოდის განმავლობაში მიზანშეწონილია უფრო მეტი დრო დაუთმოთ თქვენს მეორე ნახევარს. თქვენს რჩეულს რომანტიკულ საღამოს თუ მოუწყობთ, მის აღფრთოვანებას საზღვარი არ ექნება. კარგი დასვენება არ გაწყენდათ – შაბათ-კვირას ამაზე ფიქრის დრო გექნებათ.

 

სასწორი

სასწორებს ამ შვიდი დღის ვარსკვლავური პროგნოზი იმედს არ გაგიცრუებთ. თქვენ ყოველთვის გეშინიათ დაგვიანების, შედეგად კი საქმეებს სხვებზე ადრე ასრულებთ – დაისვენეთ და გაიხედეთ ფანჯარაში, ზოგჯერ ესეც აუცილებელია. ამ კვირაში მეგობრებს შეხვდებით, რომლებიც რამდენიმე საინტერესო იდეას წამოაყენებენ. კარგია საყიდლებზე სიარული – დროა განაახლოთ თქვენი გარდერობი, ახალი ტანსაცმელი მოირგოთ. თაყვანისმცემლები უკვე აღარ იმედოვნებენ, რომ შეხვედრაზე დაგითანხმებენ – გამონახეთ მინიმუმ ერთი წუთი მაინც მათთვის.

 

მორიელი

მორიელის ნიშნის წარმომადგენლები მუდმივად მზად არიან შეჯიბრისთვის და გასამარჯვებლად, ყველაფრის მიუხედავად. ამ კვირაში სპორტული სული პროფესიულ სფეროში გამოადგებათ. კონკურენტები დიდი ხანი უკან დარჩნენ, კოლეგები კი ცდილობენ ამოხსნან თქვენი წარმატების საიდუმლო. ხელმძღვანელობისგან პრემიას მიიღებთ. ფრთხილად იყავით, თქვენი შრომისმოყვარეობა ანგარებიანი მიზნებისთვის არ გამოიყენონ – სხვების საქმეებს მოგაყრიან, თქვენ კი გიხარიათ, რომ ცდილობთ. ვარსკვლავები სასიყვარულო ასპარეზზე ცვლილებებს გპირდებიან – თაყვანისმცემელთა რიცხვი გაიზრდება და აბეზრებიც გამოჩნდებიან მათ შორის.

 

მშვილდოსანი

დიდი ხნის განმავლობაში ყოყმანობთ, მაგრამ შემდეგ უკვე ვეღარ გაგაჩერებენ – ამ კვირაში უამრავი შესაფერისი სამუშაო გამოგიჩნდებათ. ყველა დავალება სასიამოვნო იქნება და თავს კარგად გაართმევთ – არც უფროსი გაჩქარებთ და კოლეგებიც აღფრთოვანებულები გაკვირდებიან. ვარსკვლავები მხოლოდ ერთ რჩევას გაძლევენ: ნუ მოგერიდებათ მოითხოვოთ ხელფასის გაზრდა, აფრიკაში პლანტაციაში ხომ არ მუშაობთ. სასიყვარულო ასპარეზზე ამ დღეებში ყველაფერი შესანიშნავადაა. ოჯახური ცხოვრება მთელი ამ შვიდი დღის განმავლობაში სასიამოვნო იქნება – ფიქრების ნაწილობრივ წაკითხვა და სურვილების გამოცნობა ნათრესავებმაც ისწავლეს, მალე ამას თავადვე მიხვდებით.

 

თხის რქა

თხის რქების შემოქმედებითი ბუნება არ ისვენებს – ამ კვირაში თქვენი იდეების ყველას  შეშურდებოდა. ნუ იჩქარებთ გეგმების სხვებისთვის გაზიარებას და ფრთხილად იმოქმედეთ, თაღლითები თავიანთ ამპლუაში არიან. სასურველია, რომ თავი აარიდოთ რუტინულ სამუშაოს, თუმცა, როგორც ვარსკვლავები „ამბობენ“, თქვენ ყველაფერს გულმოდგინედ და მშვენივრად ასრულებთ. კარგი იქნება, თუ მეგობრებთან ურთიერთობისთვის დროს გამონახავთ – ისინი მზად არიან სთხოვონ თქვენს უფროსს, რომ ცოტა ხნით მაინც დაგასვენოთ. მაგრამ საქმე უფროსში საერთოდ არ არის – დასვენების სურვილი თავადვე არ გაქვთ და მზად ხართ, რომ დღედაღამ იმუშაოთ. დამშვიდდით და დაგეგმეთ სადმე გასართობ ღონისძიებაზე წასვლა შაბათ-კვირისთვის მაინც.

 

მერწყული

მერწყულებო, თუ გსურთ, რომ ამ კვირაში გაგიმართლოთ, უბრალოდ, საკუთარი ძალების უნდა გჯეროდეთ. წარმატებას „უყვარს“ მიზანადასახული ადამიანები და ეხმარება ჩანაფიქრის განხორციელებაში. ყურადღება არ მიაქციოთ გუნდში არსებულ ნერვულ მდგომარეობას – თანამშრომლები ოცნებობენ უფრო სწრაფად მოაგვარონ საქმეები და ამიტომ ნერვიულობენ. თქვენ ცნობილი შრომისმოყვარე ხართ და სამუშაოც სიამოვნებას განიჭებთ, მაგრამ საქმის კეთებასთან ერთად ზოგჯერ პირადი ცხოვრებაც გაიხსენეთ. სამსახურის გამო ლამის ახლობლებსაც კი დაავიწყდათ, როგორ გამოიყურებით. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტისმეტად არ დაიტვირთოთ, შაბათ-კვირა კი სახლში გაატაროთ და თქვენი საფირმო კერძი მოამზადოთ.

 

თევზები

თევზებო, ამ კვირაში ნებისმიერი იდეის განხორციელებას შეძლებთ, თუნდაც ყველაზე ორიგინალურისა და ფანტასტიკურის. გაფასებენ და პატივს გცემენ, მაგრამ არ იტრაბახოთ – დიდგულა ადამიანები არავის მოსწონს. შეეცადეთ საქმეები დაასრულოთ და სისულელეებზე არ მოცდეთ – თუმცა ვარსკვლავები დარწმუნებულები არ არიან, რომ ამ ნიშნის ფუქსავატი წარმომადგენლები ამ რჩევას გაითვალისწინებენ. თქვენი კომუნიკაბელურობა ამ კვირაში მაქსიმალურად გაიზრდება და შეგიძლიათ არა მარტო სერიოზულ ბიზნესპარტნიორებს დაუმეგობდეთ, არამედ ქუჩაში გამვლელებსაც კი. ახალი თაყვანისმცემლები გამოგიჩნდებიან, ზოგიერი მათგანი თქვენთან შეხვედრაზე ოცნებობს. შაბათ-კვირას ნათესავები გელოდებიან.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close