იტალიაპოლიტიკა

მილანის სააპელაციო სასამართლო: „უკანონობაა თავშესაფრის მაძიებლებს „არალეგალები“ უწოდო“

მატეო სალვინის პარტია რასობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს

მილანის მეორე ინსტანციის სასამართლომ უარყო პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ (თავმჯდომარე – მატეო სალვინი) აპელაცია და დაადასტურა, რომ თავშესაფრის მთხოვნელების „არალეგალებად“ მოხსენიება წარმოადგენს დისკრიმინაციას რასობრივი და ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე. ამის თაობაზე იტალიური მედია წერს. 

ისტორია 2016 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც სარონოში(კომუნა ლომბარდიაში) დევნილების მიღების ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, სადაც თავშესაფრის მაძიებელი 30 მიგრანტი უნდა განეთავსებინათ, „ჩრდილოეთის ლიგამ“ პროტესტის ნიშნად ქალაქში განათავსა დაფები წარწერით: „სარონოს არ სურს არალერგალები!“, „რენცის და ალფანოს სურთ სარონოში 32 არალეგალი გამოგზავნონ: მათი საკვების, საცხოვრებლის და გართობის თანხას ადგილობრივი მცხოვრებნი გადაიხდიან, რომლებსაც პენსიები შეუმცირეს და გადასახადები გაუზარდეს“.

მილანის სააპელაციო სასამართლო ამტკიცებს, რომ საერთაშორისო დაცვის პრეტენდენტები არ არიან არალეგალური მიგრანტები, ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე დაცვის მიღების მიზნით იმყოფებიან და მათი განცხადებების განხილვამდე უფლება აქვთ, იტალიაში დარჩნენ.

სააპელაციო სასამართლომ მატეო სალვინის „ლიგას“ ზიანის ანაზღაურება დააკისრა (5000-5000 ევრო იურისტთა თითოეული ასოციაციის სასარგებლოდ, რომლებმაც „ლიგის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს), დაავალა, გამოაქვეყნონ სასამართლოს გადაწყვეტილება ორ გაზეთში („Il Saronno” და “Il Corriere della Sera”), პატია „ლიგის“ ვებსაიტების შიდა გვერდებზე და, აგრეთვე, დაფაროს სასამართლო ხარჯები.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close