მსოფლიომედიცინა

კორონავირუსით ინფიცირებული ქალი ამშობიარეს – ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა

კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ჩინეთში, ჰერბინის პროვინციაში ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური პორტალი „სინა“ ავრცელებს.

ქალს კორონავირუსით დაინფიცირება ორსულობის 38-ე კვირაში დაუდგინეს. პაციენტის მდგომარეობის გართულების გამო გადაწყდა, რომ მისთვის საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ. ოპერაციის შედეგად ქვეყანას მოევლინა გოგონა, წონით 3,3 კგ. ექიმების თქმით, გოგონა კორონავირუსით არ არის ინფიცირებული და მისი მდგომარეობა აპგარის სკალით (ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი შეფასების სისტემა) 10 ბალს შეესაბამება. ეს უმაღლესი შეფასებაა.

ბავშვი და დედა ცალ-ცალკე, იზოლირებულ პალატებში მოათავსეს. ახალშობილს ორჯერ აუღეს ანალიზი კორონავირუსზე, ორივე შემთხვევაში ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

მშობიარობის შემდეგ დედის მდგომარეობაც გაუმჯობესდა. დედა-შვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ამ დროისთვის (3 თებერვალი, 14:00 სთ) ინფიცირებულია 17 485 ადამიანი, დაიღუპა 362, გამოჯანმრთელდა 493. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის გარეთ კორონავირუსით გამოწვეული გართულებით (ე. წ. უჰანის პნევმონია) მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა ფილიპინებში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close