მსოფლიოპოლიტიკა

ავსტრიაში გაჭიანურებულ BREXIT-ს საფოსტო მარკა მიუძღვნეს

ავსტრიაში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას საფოსტო მარკა მიუძღვნეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო BLOOMVERG-ი ავრცელებს.

მარკაზე ევროკავშირის რუკაა გამოსახული, სადაც დიდი ბრიტანეთი არა ლურჯად, არამედ ცისფრადაა შეღებილი. ამასთან ერთად, რუკაზე ორი თარიღი – Brexit-ის დაგეგმილი და ფაქტობრივი თარიღია მითითებული.

140 ათასი საფოსტო მარკის დამზადება ავსტრიაში 2019 წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა, მაგრამ უცნობია, იყო თუ არა დაბეჭდილი ახალი ტირაჟი გადახაზული თარიღით თუ ძველი მარკები კიდევ ერთხელ, ახალი თარიღის მითითების შემდეგ დაბეჭდეს.

საფოსტო მარკის ფასი 1,80 ევროა, მისი ყიდვა ინტერნეტმაღაზია Österreichische Post-ში და მის რამდენიმე ფილიალშია შესაძლებელი.

Brexit-ის საკითხზე გამართული რეფერენდუმიდან 188 კვირის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 იანვარს, ლონდონის დროით 23:00 საათზე დატოვა.

imedinews.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close