მსოფლიომედიცინასაზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ევროპის კიდევ ორ ქვეყანაში დადასტურდა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მთავარმა უწყებამ განაცხადა.

ვირუსი გამოუვლინდა ერთ მამაკაცს 5-გერმანელი ტურისტიდან, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ კუნძულ გომერას (კანარის კუნძულები) კლინიკაში. მათი ანალიზები მადრიდში, კარლოს III-ის ჰოსპიტალში იყო გაგზავნილი. ერთი პაციენტის ანალიზმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, 5 ტურისტიდან 2 კონტაქტში იმყოფებოდა ერთ-ერთ ადამიანთან, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გერმანიაში ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის და ის თავს კარგად გრძნობს.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა გუშინ შვედეთმა ქალაქ იენჩეპინგში – ამის თაობაზე გამოცემა The Local-ი წერს შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით. ვირუსით ინიცირებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც 24 იანვარს დაბრუნდა შვედეთში ჩინეთის ქალაქ უჰანიდან.

დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ქალს ხველა დაეწყო და მან ექიმს მიმართა. ამჟამად დაავადებული იზოლირებულ პალატაში იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში. მის მდგომარეობას ექიმები მძიმედ არ აფასებენ.

ქვეყნების რიცხვმა, სადაც ჩინეთიდან კორონავირუსი გავრცელდა, 20-ს გადააჭარბა. ევროპაში ჩინური კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები დაფიქსირებულია იტალიაში (2), გერმანიაში (7 – ყველა ბავარიაში), საფრანგეთში (6), დიდ ბრიტანეთში (2), ფინეთში (1), რუსეთში (2), ესპანეთში (1), შვედეთში (1). იტალიამ და რუსეთმა კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერეს. რუსეთმა ჩინეთთან სახმელეთო საზღვარიც ჩაკეტა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ამ დროისათვის, ოფიციალური მონაცემებით, უკვე ინფიცირებულია 11 374 ათასი ადამიანი, დაიღუპა 259, გამოჯანმრთელდა 252. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close