პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში მოქალაქეები მიგრანტთა ბანაკების გამო გაიფიცნენ

საბერძნეთის კუნძულებზე – ლესბოსზე, სამოსსა და ხიოსზე მთავრობის მიერ თურქეთიდან ჩასული მიგრანტების საკითხის მოუგვარებლობის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები ეწყობა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლესბოსის დედაქალაქ მითილინიში საპროტესტო აქციას 3 ათასამდე ადამიანი დაესწრო, სამოსში კი – 1500. კუნძულებზე დაიხურა მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, კლინიკები და სანოტარო ბიუროები. გაფიცვას, სავარაუდოდ, ტაქსის და ავტობუსების მძღოლებიც შეუერთდებიან.

საბერძნეთში ჩასული მიგრანტების რაოდენობა იზრდება, მათთვის განკუთვნილ ბანაკებში კი საკმარისი ადგილი არ არის.  მაგ., ლესბოსზე, ბანაკ მორიაში, რომელიც 2840 ადამიანზეა გათვლილი 19 000-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობს.

უკმაყოფილო მოქალაქეები აცხადებენ, რომ საბერძნეთის კუნძულები ათასობით ადამიანისთვის ციხედ გადაიქცა. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ მალე მიგრანტების რაოდენობა კუნძულის მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბებს, რაც ქვეყნის კულტურულ და სოციალურ ცხოვრებას საფრთხეს შეუქმნის.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close