პოლიტიკასაქართველო
რა ცვლილებები იგეგმება მთავრობაში?
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი.
არხის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თავად ივანიშვილი შეცვლის და მასთან ერთად მეორედ დაბრუნდება ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. იგი, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის პოსტს დაიკავებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის პოსტზე საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაინიშნება.
ამერიკაში დიპლომატიურ საქმიანობას კი დავით ზალკალიანი განაგრძობს.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, პოსტის გარეშე დარჩება „ქართული ოცნების“ ყველაზე ძველი მინისტრი – თეა წულუკიანი. მთავრობაში მის ადგილს კახი კახიშვილი დაიკავებს.
კომენტარები