მოდა/სილამაზემსოფლიოსაზოგადოება
BALENSIAGA-მ ავსტრალიის დასახმარებლად კოლექცია შექმნა
BALENSIAGA ავსტრალიის ტყის ხანძრების წინააღმდეგ კამპანიას უერთდება. მოდის სახლმა, რომლის კრეატიული დირექტორიც დემნა გვასალიაა, ავსტრალიური კოალას გამოსახულებით ჰუდები და მაისურები გამოუშვა. გაყიდვებიდან შემოსული თანხის 100% ადგილობრივ გარემოს დამცველ ორგანიზაციას გადაერიცხება.
სპეციალური კოლექცია 13 იანვრიდან ბრენდის ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება.
ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში ტყის ხანძრების გამო 1 მილიარდზე მეტი ცხოველი დაიხოცა. სტიქიას 27 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურდა 1500-ზე მეტი სახლი, 7 000 000 ჰექტარზე მეტი ტყე, ეროვნული პარკები და სხვა გამწვანებული ტერიტორია.
marketer.ge
კომენტარები