ბრიტანულ ჟურნალი NATURE-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმადაც ხელოვნურ ინტელექტს ძუძუს კიბოს დადგენა რენტგენის გამოსახულების მიხედვით მარტივად შეუძლია.
კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოდელის შექმნაზე მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა. ხელოვნურ ინტელექტს დიაგნოზის დასმა აშშ-სა და ბრიტანეთში 29 ათასი ქალის მონაცემის ანალიზის შედეგად ასწავლეს.
კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მამოგრაფიის შედეგების შესწავლისას დიაგნოზი უფრო სწრაფად და ზუსტად დასვა, ვიდრე ყოველმა მეექვსე რადიოლოგმა. კვლევის ავტორების განცხადებით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია რადიოლოგის შეცვლა, თანაც კომპიუტერული ალგორითმი არ იღლება და შეუძლია 24 საათის განმავლობაში მუშაობა.
„შედეგებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა“, – აცხადებს კვლევის ავტორი, პროფესორი აპა დარზი. მისი თქმით, ეს შედეგი გააუმჯობესებს მამოგრაფიის ფოტოების ხარისხს და რადიოლოგები დიაგნოსტირებაზე უფრო ნაკლებ დროს დახარჯავენ.
ბრიტანეთში ექიმს მამოგრაფიის უშეცდომოდ წაკითხვის დაუფლებისთვის 10 წელი სჭირდება. ახლა ბრიტანეთის კლინიკებში ამ სპეციალისტების დეფიციტია.
imedinews.ge
კომენტარები