ნიდერლანდებმა ოფიციალურად თქვა უარი სახელწოდება „ჰოლანდიაზე“. ხელისუფლებამ ამ გზით გადაწყვიტა ებრძოლოს გაუგებრობას.
ჰოლანდია ნიდერლანდის დასავლეთი მხარეა, რომელიც ორ პროვინციას მოიცავს. ნიდერლანდების მთელი სამეფოსთვის „ჰოლანდიის“ გამოყენება ადრე პროტესტს იწვევდა ხოლმე სხვა პროვინციების მოსახლეობაში.
ნიდერლანდური პრესის თანახმად, ეს გადაწყვეტილება ასევე იმიტომ მიიღეს, რომ ტურისტებისთვის „ჰოლანდია“ ნარკოტიკებთან და ამსტერდამის „წითელი ფარნების უბანთან“ ასოცირდება.
სახელწოდება „ჰოლანდიას“ აღარ გამოიყენებენ ქვეყნის ოფიციალურ ლოგოზე. მას შეცვლიან კომპანიები, საელჩოები, სამინისტროები და უნივერსიტეტები. ახალ ბრენდს მაისში წარმოადგენენ როტერდამში, ევროვიზიის კონკურსზე, და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.
radiotavisupleba.ge
მსგავს თემაზე: ქარის წისქვილების ქვეყანა – 12 ფაქტი ნიდერლანდების შესახებ
კომენტარები