მსოფლიოპოლიტიკაეკონომიკასაბერძნეთი
საბერძნეთი, ისრაელი და კვიპროსი ერთობლივ გაზსადენს აშენებენ

სამი ქვეყანა: საბერძნეთი, ისრაელი და კვიპროსი ერთობლივ გაზსადენს EASTMED-ს აშენებენ, ამის შესახებ REUTERS-ი წერს.
მილსადენის სიგრძე 1900 კილომეტრი იქნება, რომლითაც ხმელთაშუა ზღვიდან ევროპაში გაზის მიწოდება მოხდება. პროექტის ინვესტირება 2022 წლიდან დაიწყება და 2025 წელს დასრულდება. ამ პროექტს თურქეთი ეწინააღმდეგება.
გამოცემის ცნობით, პროექტის ღირებულება 7 მილიარდი აშშ დოლარია და მილსადენი ყოველწლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს. ბუნებრივი აირი ისრაელის და კვიპროსის რესურსებიდან ბერძნულ კუნძულ კრეტაზე გადაიტვირთება, შემდეგ კი ევროპის ქსელს იტალიის გავლით მიუერთდება.
imedinews.ge



