მსოფლიოnewsსაზოგადოება
ბრიტანულ წყვილს შემთხვევით გადაყრილი 15 000 ფუნტი დაუბრუნეს
დიდ ბრიტანეთში ნარჩენების გადამუშავების ცენტრის თანამშრომლებმა მუყაოს ყუთში 15 000 ფუნტი იპოვეს. ამის შესახებ THE INDEPENDENT-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მათ აღმოჩენის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ვიდეოკონტროლის კამერების დახმარებით იმ ადამიანების ვინაობა დაადგინეს, რომლებმაც ყუთი გადააგდეს. გაირკვა, რომ ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნათესავის სახლს ალაგებდა, მათ რამდენიმე ყუთი გადამუშავების ცენტრში მიიტანეს.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილი სახლში ფულს სხვადასხვა ადგილებში მალავდა, თუმცა ნათესავებს არ ეგონათ, რომ მან ამხელა თანხის შეგროვება შეძლო. პოლიციამ თანხმა მფლობელებს დაუბრუნა, თანამშრომელს კი, რომელმაც ფული აღმოაჩინა, ცენტრმა საშობაო შვებულება მისცა.
imedinews.ge
კომენტარები