საზოგადოებასაქართველოსპორტი

ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ამ ქვეყნის ეროვნულ ჭიდაობა კურეშში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა. პლანეტის პირველობაზე ქართველებმა შესანიშნავად იასპარეზეს და ჯამში 7 მედალი დაისაკუთრეს: 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო – ასეთია ქართველების ყაზახური მონაგარი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბისტებმა ნინო ოძელაშვილმა და ელენე ქებაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს და ნურ-სულთანში საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს.

ფინალურ ორთაბრძოლაში ოძელაშვილმა სერბ მოწინააღმდეგეს სძლია,
ქებაძე კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მონღოლი მოჭიდავის დამარცხების შემდეგ აღმოჩნდა.

ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი მინდია ლილუაშვილს (70 კგ), თორნიკე ჯუღელს (90 კგ), გიორგი კობაიძეს (100 კგ) და დავით რაზმაძეს (+100 კგ) დააკლდათ. ისინი სამშობლოში ვერცხლის მედლებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან.

სამბოში მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონი ლეგენდარული ვახტანგ ჩიდრაშვილი ყაზახურ ტურნირზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

progressnews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close