კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 16-22 დეკემბერი
16-იდან 22 დეკემბრამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დროის განმავლობაში ოცნებების რეალობად ქცევა და გეგმების შემუშავება სასურველი არ არის. აი, შედეგების შეჯამება კი შეგიძლიათ და საჭიროც არის! კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ამას წერილობითი სახით გააკეთებთ. ნუ დაივიწყებთ საკუთარი თავის დაჯილდოებას გულმოდგინებისთვის.
ვერძი
შესაძლებლობა გექნებათ კარიერული თვალსაზრისით ერთი საფეხურით წინ წაიწიოთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამასთან ერთად თქვენი მოვალეობები და პასუხისმგებლობა გაიზრდება! მზად ხართ ამისთვის? შეეცადეთ ამ პერიოდში თავიდან აიცილოთ ჩხუბი და უთანხმოება. უფრო ხშირად გაიღიმეთ, მოაგვარეთ კონფლიქტები – და მოგებული დარჩებით!
კურო
ზოდიაქოს ამ ნიშნის ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ პერიოდში შვებულებაში გავლენ, წარმოუდგენლად ბედნიერად გაატარებენ დროს. შესანიშნავი პერიოდია! კარგად დაისვენებთ და ძალებს მოიკრებთ. მათ, ვინც სამსახურში დარჩება, ვარსკვლავები ურჩევენ, მოთმინებით აღიჭურვონ – სამუშაო ბევრი იქნება! კარგი ის არის, რომ კეთილგანწყობილი კოლეგები გაგილამაზებენ ამ დღეებს.
ტყუპი
ამ კვირაში ახლო ნათესავები არ მოგასვენებენ. ისინი ზრუნვას და მოვლას საჭიროებენ. თავი გააკონტროლეთ, ნერვები მოთოკეთ და არავის შეასკდეთ. სამსახურში ცოტა თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ – მოახმარეთ ეს დრო საბუთების გადახედვას და თქვენი მაგიდის მოწესრიგებას. ყურადღება მიაქციეთ კვებას.
კირჩხიბი
თქვენთვის, ემოციური თვალსაზრისით, ეს კვირა რთული პერიოდია. შესაძლოა საყვედურები ხელმძღვანელობის მხრიდან, პრობლემები ოჯახში და მეგობრების სულელური გამოხტომები. კარგი იქნება, თუ დროებით შეამცირეთ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობას. შეიძლება თანხის სესხება გთხოვონ, მაგრამ ახლა უმჯობესია ვალად არანაირი თანხა არ გასცეთ – შესაძლოა არ დაგიბრუნონ.
ლომი
სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში თქვენ გარემოში მყოფთაგან ერთ-ერთმა იმედი გაგიცრუოთ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ცუდი ამბების შემდეგ სასიხარულო სიახლეებს ელოდეთ. ისეთი სასიამოვნო ამბავი გელოდებათ, ოცნებაშიც რომ ვერ წარმოიდგენდით.
ქალწული
შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელ მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით საინტერესო წინადადება მიიღოთ. ქორწინება, სამსახურის შეცვლა – ნებისმიერი რამ. ნუ შეგეშინდებათ ამ ცვლილებების, ისინი ბედნიერებას მოგიტანენ. ვინც ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს, თანამშრომლებს უფრო რბილად უნდა მოეპყროს.
სასწორი
იდეალური დროა მომავალი შვებულების დაგეგმისთვის. თვის ბოლოს დაისვენეთ, რადგან მანამდე ყველა დაწყებული საქმე უნდა დაასრულოთ. ნუ დააყოვნებთ, უმჯობესია ამ კუთხით ახლა გადადგათ ნაბიჯი, იფიქროთ ამაზე. ჯანმრთელობა გაუუარესდებათ მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ.
მორიელი
ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ პერიოდის განმავლობაში ისეთი დღეები გექნებათ, როდესაც ფაქტობრივად ყველაფერი ხელიდან გივარდებათ. ეს უბრალოდ უნდა აიტანოთ. დანარჩენი ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაივლის. მოსალოდნელია შეხვედრები მეგობრებთან, პრობლემების წარმატებით მოგვარება და მომაჯადოებელი დასვენება, თუმცა ყველაფრის ორგანიზება თვითონ მოგიწევთ.
მშვილდოსანი
შესანიშნავი ურთიერთობა გექნებათ სამსახურში ხელმძღვანელობასთან და თანამშრომლებთან, აი ოჯახისა წევრებთან კი – არა. კომპრომისზე წასვლა არაფერს გარგებთ, პირიქით, საკუთარი პოზიცია დაიცავით. დაძაბულობა კვირის ბოლოს იკლებს. ახლა შეიძლება მიმზიდველი შემოთავაზებები გქონდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, უარი თქვათ მათზე.
თხის რქა
ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერი ისე არ ჩაივლის, როგორც თქვენ დაგეგმეთ. პანიკის ნაცვლად, უმჯობესია არ ჩაერიოთ და ყველაფერი თავისთავად წარიმართოს. დარწმუნებული იყავით, რომ იღბალი არ მიგატოვებთ. იყავით უფრო რბილი და მომთმენი შვილებთან ურთიერთობაში. კიდევ ერთხელ დაინტერესდით, როგორ მიდის მათი საქმეები, რათა მათ ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეთ.
მერწყული
თქვენი საქმიანობისთვის, ბოლოს და ბოლოს, ღირსეულ ჯილდოს მიიღებთ. შესაძლოა ეს იყოს ხელმძღვანელის მიერ შექება ან თუნდაც პრემია. შეგიძლიათ თამამად დახარჯოთ ის საკუთარი თავის გასანებივრებლად. ზოგიერთი მერწყულის ურთიერთობა მეუღლესთან ადვილი არ იქნება. არ ინერვიულოთ, უბრალოდ, ორივე დაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ.
თევზები
თევზებმა ბოლო დროს კარგად იმუშავეს, დასვენების დროა. გადით ქალაქგარეთ, აგარაკზე – იქ, სადაც სუფთა ჰაერია. მარტოხელა თევზებს ვარსკვლავები პირად ფრონტზე წარმატებას ჰპირდებიან. აუცილებლად შეხვდებით ადამიანს, რომელიც შეიძლება თქვენი საბედო იყოს. ვარსკვლავები მძღოლებს ურჩევენ, რომ ამ დღეებში უფრო ფრთხილად იყვნენ.
თამთა გურული
კომენტარები