კრიმინალისაქართველო
ახალციხეში წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვის ბელი მოკლეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქემ გაუფორმებელი იარაღით სოფელ ტყემლანას მიმდებარედ წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლა, რომლის წონა 30 კგ იყო. იგი ნანადირევით გაქცევას ავტომანქანით შეეცადა 2 თამხლებ პირთან ერთად, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დროულად დააკავეს. ბრაკონიერმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.
კომენტარები