მედიცინასაზოგადოებასაქართველო
ანიტასთვის გულის გადანერგვაზე თანხმობა ბელარუსმა განაცხადა
ანიტასთვის გულის გადანერგვაზე თანხმობა ბელარუსმა განაცხადა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანიტას ბებია თამუნა გლურჯიძე ავრცელებს.
„ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ.
ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება“, – წერს ანიტას ბებია.
შეგახსენებთ, რომ დღეს იტალიაში საქართველოს ელჩს ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა ანიტასთვის გულის გადანერგვაზე უარი უთხრა.
espersona.ge
კომენტარები