საზოგადოებასაქართველოსპორტი

ქართველმა ჰალკმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს 9-გზის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი, იგივე ჰალკი, კვლავ ჩემპიონია. მან ფინალურ ორთაბრძოლაში 6-რაუნდიან დაპირისპირებაში რუსი მეტოქე ვიტალი ლალეტინი დაამარცხა ანგარიშით 6-0. ამ გამარჯვებით ჰალკი მსოფლიოს 9-გზის ჩემპიონი და პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელი გახდა.

ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი „ტოპ 8“ რაუნდის წაუგებლად მოიგო. ქართველმა ათლეტმა პირველ წრეში ამერიკელ „მოხუც“ ტიმ ბრესნანს 6:0 მოუგო. მეორე წრეში, რომელიც ნახევარფინალი იყო, მსგავსი ანგარიშით დაამარცხა ყაზახი კიდგირბალი ონგარბაევი.

ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. რუსი მეტოქე ხელის ასხლეტას ცდილობდა, რათა მეორე რაუნდზე გადასულიყვნენ, თუმცა მკლავჭიდის წესებიდან გამომდინარე, მათ ხელები დაუბეს. ქართველმა ჰალკმა რუს მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და „ტოპ 8“-ის ფინალის გამარჯვებაც მოიპოვა.

„ტოპ 8“-ის ფინალი 8 დეკემბერს გაიმართა პოლონეთის ქალაქ რუმიაში.

P.S. საგინაშვილმა პრესტიჟული ტიტულის მოპოვებასთან ერთად ჯილდოდ 50 000 აშშ დოლარიც მიიღო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close