მედიცინამსოფლიოnews

ლეიკემიისა და ლიმფომის სამკურნალო ახალი თაობის უსაფრთხო პრეპარატი შეიმუშავეს

ფლორიდისა და ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთობლივი კვლევითი მუშაობის შედეგად ბავშვებსა და მოზრდილებში ლეიკემიის სხვადასხვა ფორმისა და ლიმფომის წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტიან მედიკამენტს მიაგნეს. ამის შესახებ ინფორმაციას MEDICALXPRESS-ი ავრცელებს.

ახალი თაობის სამკურნალო საშუალებას PROTAC-ი ჰქვია და მისი სამიზნე ცილების ნაერთია, სახელწოდებით BCL-XL-ია, რომელიც კიბოს უჯრედებს გადარჩენის საშუალებას აძლევს. მედიკამენტების წინა თაობა, რომელიც ამავე პრინციპით მოქმედებს, თრომბოციტების რაოდენობის საშიში დოზით შემცირებისა და სისხლდენის მაღალი რისკით ხასიათდება. „ჩვენი პრეპარატი (PROTAC) მნიშვნელოვნად ამცირებს ამ რისკს და ამით ის პოტენციურად ბევრად უფრო სასარგებლო იქნება კიბოს მქონე პაციენტებისთვის“, – წერია კვლევაში.

მედიკამენტს გამოიყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია და T-უჯრედოვანი ლიმფომა. მედიკამენტი უბრალოდ კი არ აჩერებს ცილა BCL-XL-ს, არამედ შლის მას.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close