ჩინეთში მსოფლიოში პირველად მაიმუნის და ღორის ჰიბრიდი დაიბადა
ჩინეთში 2 გოჭი დაიბადა, რომლებსაც მაიმუნის დნმ აქვთ. ამის შესახებ DAILY MAIL-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ცხოველების დაბადება ექსპერიმენტის ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანიც ცხოველებში ადამიანების ორგანოების გაზრდაა. ამ ორგაზნოებს შემდეგ გადანერგვისთვის გამოიყენებენ.
ღორის 5 დღის ემბრიონებს მაიმუნის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, შემდეგ კი, ხელოვნური განაყოფიერების გზით, 5 ჩვეულებრივ ემბრიონთან ერთად ისინი ღორს გადაუნერგეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავსმა ორსულობამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ჰიბრიდი და ჩვეულებრივი გოჭებიც დაიხოცნენ. მეცნიერები მათი სიკვდილის მიზეზის დადგენაზე მუშაობენ, თუმცა ფიქრობენ, რომ სხვა გოჭების დახოცვის გათვალისწინებით, პრობლემა ხელოვნური განაყოფიერების პროცედურაშია და არა გენეტიკურ ექსპერიმენტში.
ეთიკური მოსაზრებების გამო მეცნიერთა ნაწილი ჩინეთს მსგავსი ექსპერიმენტების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, თუმცა პეკინში მიიჩნევენ, რომ ასეთი კვლევები დონორული ორგანოების უკმარისობით გამოწვეულ სიკვდილიანობის პრობლემას გადაწყვეტს.
დონორული ორგანოების ამოუწურავი წყაროს მისაღებად ჰიბრიდებზე სხვა ქვეყნებშიც მუშაობენ. მაგალითად, ზაფხულში ამერიკელმა და ესპანელმა მეცნიერებმა ადამიანის და მაიმუნის ჰიბრიდი შექმნეს.
imedinews.ge
კომენტარები