კინო/ფილმებიმსოფლიოსაზოგადოებასაქართველო
სერიალმა „მაკმაფიამ“ მერაბ ნინიძის მონაწილეობით საერთაშორისო „ემის“ ჯილდო მოიპოვა
სერიალმა „მაკმაფიამ“ (McMafia), რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს, „ემის“ – International Emmy-ს ჯილდო მოიპოვა.
„მაკმაფიას“ ჯილდო საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში ერგო. ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე პრიზი გადაეცა სერიალის რეჟისორს ჯეიმს უოტკინსსა და შემოქმედებით ჯგუფს.
„ბიბისის“ სერიალი „მაკმაფია“ კრიმინალური თრილერის ჟანრშია გადაღებული და რვა ეპიზოდს მოიცავს. „მაკმაფია“ ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით არის შემქნილი, რომლის ავტორი მიშა გლენია.
სერიალში ქართველი კინომსახიობი მერაბ ნინიძე პარტნიორობას უწევს ჯეიმს ნორტონს, რომელიც რუსი ემიგრანტების შვილს განასახიერებს. ნორტონის გმირს მაფიოზურ კლანებთან აქვს კავშირები და ცდილობს, წარსულს გაექცეს, თუმცა ეს არცთუ მარტივია.
კომენტარები