მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

კვიპროსის მთავრობამ 26 ადამიანს ინვესტიციების სანაცვლოდ მიღებული მოქალაქეობა ჩამოართვა

კვიპროსის მთავრობამ 26 ადამიანს, რომლებმაც კვიპროსის პასპორტები ინვესტიციების სანაცვლოდ მიიღეს, მოქალაქეობა ჩამოართვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კერძოდ, კვიპროსის პასპორტი ჩამოერთმევა ათ რუსს, რვა კამბოჯელს, ხუთ ჩინელს, ორ კენიელს და ერთ მალაიზიელს. იმ რუსებს შორის, რომლებსაც მოქალაქეობა ჩამოერთვათ, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მილიარდერი ოლეგ დერიპასკა და მისი ოჯახის წევრები არიან.

დერიპასკას აშშ-ის მხრიდან სანქციები აქვს დაწესებული.

კვიპროსი ქვეყნის ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობას 2013 წლიდან ანიჭებს. აღნიშნული წესების თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ორ მილიონ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიციის სანაცვლოდ ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მხრიდან კრიტიკის შემდეგ მალტის ხელისუფლებამ მოქალაქეობის მინიჭების წესები გაამკაცრა.

მიმდინარე წლის დასაწყიში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ მალტა, კვიპროსი და ბულგარეთი ევროკავშირის ის წევრები არიან, რომლებიც მოქალაქეობას ყიდიან.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close