ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 25 ნოემბერი – პირველი დეკემბერი

25 ნოემბერს კლებადი მთვარია. ამ პერიოდში განსაკუთრებით ისინი დაზარალდებიან, ვინც ყველა საქმის გაკეთებას საკუთარ თავზე იღებს. შესაძლოა სწორედ ახლა დადგეს გადამწყვეტი მომენტი მეუღლესთან ურთიერთობაში, თუმცა, ვარსკვლავების რჩევით, კარგი იქნება, თუ საქმის ვითარებას კარგად აწონ-დაწონით და ნებისმიერ გადაწყვეტილებას ისე მიიღებთ.
26 ნოემბერს ახალი მთვარეა. ამ დღეს განსაკუთრებით კარგად გამოიყურებით. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი. წადით პაემანზე, დაესწარით საინტერესო ღონისძიებებს, შეხვდით ძველ მეგობრებს, გამოიყენეთ კომუნიკაციის შესაძლებლობები. დაე, ეს დღე თქვენთვის პროდუქტიული იყოს.
27 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე მზარდი მთვარეა. ამ პერიოდში საქმე იმდენი იქნება, რომ დელეგირების გარეშე არაფერი გამოვა. ნუ შეგეშინდებათ, რომ ეს საქმეები სხვა ადამიანებზე გადაამისამართოთ და გარშემო მყოფებს დახმარება სთხოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი ენერგიის მარაგს ბოლომდე გახარჯავთ.

 

ვერძი

თქვენს ოჯახში შეიძლება გაუგებრობები წარმოიშვას ოჯახის წევრებს შორის. მშვიდობისმყოფელის როლის შესრულება თქვენ მოგიწევთ. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდის განმავლობაში მეუღლეს სიურპრიზებს მოუწყობთ. ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია 28 და 30 ნოემბერი. და მისგან საპასუხო ქმედებასაც ელოდეთ!

 

კურო

ფული იქიდან შემოგივათ, საიდანაც არ ელოდებით, მაგრამ ფაქტობრივად მაშინვე მოგიწევთ დახარჯვა. ამაზე ნუ იდარდებთ! სამსახურში შეიძლება საინტერესო პროექტი გამოჩნდეს, რომელიც კარიერულ წინსვლას მოგიტანთ. ახალი ნაცნობები თქვენი კარგი მეგობრები გახდებიან.

 

ტყუპი

მზად იყავით იმისთვის, რომ ახლა ვერაფრის გაკეთებას მოასწრებთ. საქმეები თავზე დაგეყრებათ და ნერვიულობას დაიწყებთ. იქნებ დროა შვებულება აიღოთ და დაისვენოთ? ამ დღეებში სიმშვიდეს მიწასთან მუშაობა მოგიტანთ. მაგალითად, შეგიძლიათ ოთახის ყვავილები გადარგოთ.

 

კირჩხიბი

ახალ ნაცნობებს ყურადღებით დააკვირდით, რადგან, როგორც არასდროს, დიდი რისკი არსებობს, რომ თქვენი ცხოვრების გზაზე თაღლითს შეხვდეთ. კვირის მეორე ნახევარში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სევდა შემოაწვებათ. მის დაძლევაში მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად თბილ კომპანიაში გატარებული საღამოები დაეხმარებათ. სამუშაო მოიცდის!

 

ლომი

თამამად დათანხმდით დაუგეგმავ მოგზაურობებს, დაუვიწყარ ემოციებს და გამოცდილებას მიიღებთ. ეს დრო ხელსაყრელია საქორწილო და სხვა საზეიმო ღონისძიებებისთვის. ფრთხილად იყავით, ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს, კარგი ადამიანი არ გაანაწყენოთ.

 

ქალწული

ამ პერიოდის ჩხუბების შემდეგ შერიგება არც ისე ადვილი იქნება. ასე რომ, ნუ დაიწყებთ კონფლიქტებს უშედეგოდ. სერიოზულად იფიქრეთ ცვლილებებზე ცხოვრებაში: ისინი დიდი ხანია კარზე გიკაკუნებებ. კარგი პერიოდია, რათა დრო დაუთმოთ თქვენს ინტერესებს, გატაცებას (ჰობის).

 

სასწორი

ბავშვები სრულად გამოდიან კონტროლიდან, რამაც შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ. კოლეგებიც იმედს გაგიცრუებენ: ამ დროისათვის უმჯობესია მათ არ დაეყრდნოთ. საქმეები გაუმჯობესებას 28 ნოემბრიდან დაიწყებს. ამ დღეს დაგეგმეთ სასიამოვნო შეხვედრა მეგობრებთან.

 

მორიელი

ცხოვრება ახალი ფერებით ანათებს. თქვენც შეელიეთ რაღაცას და სიახლით შეხვდით – თუნდაც ახალი კაბით. 25-დან 27 ნოემბრის პერიოდში არ ისესხოთ თანხა, საჭიროება რომც მოითხოვდეს. აი, ნახავთ: შემდეგ უფრო ადვილი იქნება. ახლა ბევრი ისეირნეთ: ეს სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

 

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი საკითხები შეიძლება და საჭიროა სწორედ ამ პერიოდში დაიგეგმოს. ვარსკვლავები თქვენთვის სასარგებლოდ არის განლაგებული. სამუშაოსი არ შეგეშინდეთ: ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს და ჯილდოს მიიღებთ. შეეცადეთ ზურგსუკან არავისზე ისაუბროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საიდუმლო მალე გამოაშკარავდება.

 

თხის რქა

შეეცადეთ გარშემო მყოფებმა არ გაიგონ მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მოხდება. უფრთხილდით მტრებსა და ჭორიკნებს. ეს პერიოდი ხელსაყრელია ნებისმიერი სიახლისთვის, განსაკუთრებით თუ საქმიანობის შეცვლას გეგმავთ. 26 ნოემბერს თავს ნუ დაიტვირთავთ.

 

მერწყული

ეს პერიოდი ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თუ ახლა გსურთ რაიმე იდეის განხორციელება – იმოქმედეთ! შეეცადეთ საყვარელ ადამიანთან ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოთ და არ იჩხუბოთ. თუ თავს დამნაშავედ გრძნობთ, აუცილებლად ითხოვეთ პატიება.

 

თევზები

ოპტიმიზმი – აი, რა დაგეხმარებათ ახლა გაუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას. ყველაზე რთული საქმე ფინანსებთან იქნება დაკავშირებული – შეიძლება სესხის აღება დაგჭირდეთ. ახლობელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ და დაგეხმარებიან. შეეცადეთ სამსახურში არ დააგვიანოთ: ხელმძღვანელობა წვრილმანებზეც კი მოგედავებათ.

თამთა გურული

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close