მსოფლიოხელოვნებაკულტურასაზოგადოებასაქართველო
სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯი გაიხსნა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯი გაიხსნა.
„ქართულ კოტეჯში წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება – მათ შორის, სხვადასხვა დასახელების ღვინოები, ტრადიციული ტკბილეული, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები.
სტრასბურგი ევროპაში საშობაო დედაქალაქად არის აღიარებული, სადაც საშობაო ბაზრობის გამართვის ტრადიცია 1570 წლიდან იღებს სათავეს დაყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამგვარ მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას, წარმოვაჩინოთ საქართველოს კულტურა, ტრადიციები და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
კომენტარები