მიგრაციაnewsსაბერძნეთი

საბერძნეთი კარს უხურავს ყველა იმიგრანტს, რომელთაც თავშესაფრის მიღების უფლება არ აქვთ

საბერძნეთი არასასურველი მიგრანტების უკან გასაბრუნებლად მოსაზღვრეების რაოდენობას ზრდის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თურქეთთან საბერძნეთის სახმელეთო საზღვარზე დამატებით 400 მესაზღვრე იმუშავებს, კუნძულებზე კი – 800. ამასთან, გაიზრდება საზღვაო საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც.

„საბერძნეთში მხოლოდ მათ მივესალმებით, ვისაც ავირჩევთ. არასასურველ პირებს კი გავაბრუნებთ. კარს სამუდამოდ დავხურავთ ადამიანებით მოვაჭრეებისა და მათთვის, ვისაც თავშესაფრის მიღების უფლება არ აქვთ“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.

რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის მთავრობამ მიგრანტების 3 უდიდესი ბანაკის დახურვის შესახებ განაცხადა. მათ ნაცვლად „გამგზავრებისა და იდენტიფიკაციის ცენტრები“ უნდა გაიხსნას.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close