fbpx
იტალიაპოლიტიკა

სილვიო ბერლუსკონი დაეცა და საავადმყოფოში მოხვდა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „წინ, იტალიას“ ლიდერი სილვიო ბერლუსკონი ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე დაეცა და საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში მოხდა. 83 წლის პოლიტიკოსმა ტრავმა მაშინ მიიღო, როცა მასთან ფოტოს გადაღების მსურველების სიმრავლის გამო ჭყლეტა დაიწყო. კონგრესის დასრულების შემდეგ ბერლუსკონი იტალიაში დაბრუნდა და შემოწმება მილანის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.

ბერლუსკონის შტაბის ინფორმაციით, პოლიტიკოსს დაჟეჟილობა აქვს და სერიოზული ტრავმა არ მიუღია.

ბერლუსკონი საავადმყოფოში რამდენიმე თვის წინაც მოხვდა. მაისში ყოფილ პრემიერს წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის გამო ოპერაცია გაუკეთეს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close