იტალიასაზოგადოება
იტალია: პიროტექნიკის საწარმოს აფეთქებას 5 ადამიანი შეეწირა
იტალიის კუნძულ სიცილიაზე, მესინის პროვინციაში პიროტექნიკის საწარმო აფეთქდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, ორი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ნანგრევების ქვეშიდან გამოიყვანეს, იგი მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა შორისაა 71 წლის ვენერა მაცეო, კომპანიის მფლობელის ცოლი. დაჭრილია მისი ვაჟი.
წინასწარი ინფორმაციით, ორმაგი აფეთქება შესაძლოა შედუღების აპარატისგან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია, როდესაც მუშები კარებს ამონტაჟებდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები