fbpx
მსოფლიოსაზოგადოებასაზოგადოებასაქართველო

„ბარსელონას“ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ექიმმა რამონ კუგატმა (RAMON CUGAT) ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა. კუგატთან ერთად ოფიციალურ განცხადებას ხელს მისი კოლეგა, მონსერატ გარსიაც აწერს.

ესპანელი ექიმების ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ:

„ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ.

მას იმ დროიდან ვიცნობთ, როცა ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა. ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის სურვილი დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს იმდენად დიდია, რომ თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებს.

ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ინტერესების გამო არ წასულა. მისი, როგორც ექიმის, ერთადერთი მიზანი პაციენტის მონახულება იყო.

უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განიხილონ და გთხოვთ, ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რომ მისი, მისი ოჯახისა და მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.

თუ არსებობს რაიმე, რითაც შეგვიძლია ამ პროცესის დაჩქარებას მშვიდობიანი მეთოდით ხელი შევუწყოთ, გთხოვთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ.

გვერწმუნეთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ ყოველთვის თავდადებული იყო“.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პაციენტის დასახმარებლად მიმავალი ცნობილი ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ალექსანდრე ქურხული

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close