ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს რუსეთის საგანაგებო სიტუაციების სამსახური აქრობს
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ტყის ხანძრის ჩაქრობაში რუსეთის საგანაგებო სიტუაციების სამსახურია ჩართული.
რუსული მედიის ცნობით, ცეცხლი 11 ათას ჰექტარზეა გავრცელებული. ამის გამო, რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონში თვითმფრინავი ამფიბია და ვერტმფრენი გაგზავნა.
აფხაზეთის მთებში ხანძრის პირველი კერები სოფელ ფსხუს მიდამოებში კვირას, 10 ნოემბერს შეამჩნიეს. ჰაერის მაღალი ტემპერატურის, აგრეთვე, ხმელი ფოთლების და ბალახის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.
როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რუსული ტექნიკით ხანძარს სოხუმისა და გუდაუთის რაიონებში ებრძვიან. მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი აფხაზეთში 15 ნოემბერს ჩაფრინდა და ცეცხლის ჩაქრობა 16 ნოემბერს, დილის 10 საათიდან დაიყო. მათ უკვე შეძლეს ცეცხლის კერების ჩაქრობა ფსხუ-გუმისთის ნაკრძალში.
რუსული მედიის ცნობით, ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო აფხაზეთის ქალაქებში – სოხუმში, გაგრაში, გუდაუთასა და ახალ ათონში კვამლი გავრცელდა.
კომენტარები