საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)
GEORG GUREN – ამ ფსევდონიმით არის ცნობილი ქართველი მომღერალი გიორგი გურგენაშვილი, რომელიც საბერძნეთში მოღვაწეობს.
მან ახლახან გამოუშვა ახალი მუსიკალური ვიდეორგოლი I’m defenseless, რომლის შექმნისას ითანამშრომლა JDI Production-თან, სიმღერის ავტორი კი ცნობილი კომპოზიტორი ნიკოს ანტონიადისია.
ვიდეორგოლმა გამოსვლის დღიდან დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც საბერძნეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მომღერალი ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება უახლოეს მომავალში, მალე გამოვა მისი კიდევ ორი ახალი სიმღერა – ამჯერად ბერძნულ ენაზე.
ცნობისათვის, ჯორჯ გურენი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. იგი თესალონიკში საცხოვრებლად დედასთან ერთად ჩავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ. მან უმაღლესი განათლება მიიღო ტურიზმის, თეატრის და მუსიკის სფეროებში.
ბოლო რამდენიმე წელია მომღერალი საბერძნეთში ცხოვრობს და სიმღერებს წერს, მართავს კონცერტებს და ატარებს ვოკალის გაკვეთილებს ცნობილ ვოკალისტთან და ვოკალის პედაგოგთან, ჯული მასინოსთან ერთად.
რეზო მამსიკაშვილი
კომენტარები